png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ფიქრია ჩიხრაძე: ერთი პოლიტიკური ძალის მოსაზრებების მიხედვით კონსტიტუციის ცვლილება, დემოკრატიისთვის მიუღებელია

  • პოლიტიკა
  • 12.10.2016
  • 12:32
ფიქრია ჩიხრაძე:  ერთი პოლიტიკური ძალის მოსაზრებების მიხედვით კონსტიტუციის ცვლილება, დემოკრატიისთვის მიუღებელია

საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე, მმართველი გუნდის მიერ კონსტიტუციაში დაანონსებულ ცვლილებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მიუღებელია ერთი პოლიტიკური ძალის მოსაზრებების მიხედვით იცვლებოდეს კონსტიტუცია.  ჩიხრაძე, პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლასთან დაკავშირებით, ქართული ოცნების წევრთა განცხადებებზე საუბრობს და ამბობს, რომ ცვლილებები ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის შედეგად უნდა იქნას მიღებული და არა ერთი კაცის სურვილით.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ ქართული ოცნება საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს და ერთპარტიულად შეიცვლება კონსტიტუცია, ეს ქვეყნის დემოკრატიას საფრთხეს შეუქმნის.

„არანაირად არ არის სასურველი და დემოკრატიისთვის ეს არის მიუღებელი, რომ ერთი პოლიტიკური ძალის მოსაზრებების მიხედვით იცვლებოდეს კონსტიტუცია. კონსტიტუციაში ცვლილება აუცილებლად უნდა იყოს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის თანხმობის შედეგად მიღებული, ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის შედეგად მიღებული და საერთოდ ქვეყანას იმდენი პრობლემა აქვს დღეს გადასაჭრელი, რომ ამ პრობლემებზე უფრო მეტად უნდა ხდებოდეს აპელირება მმართველი ძალის მხრიდან, რომელსაც აქვს ეს პასუხისმგებლობა, ვიდრე იმაზე, რომ ამ შემთხვევაში ვიღაცას არ მოსწონს პერსონალურად პრეზიდენტი მარგველაშვილი და ამის გამო უნდა, რომ კონსტიტუცია შეცვალოს,“-განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
  • 08:07
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge