png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

მკვლელობა ჩაიდინა ,,ქართული ოცნების“ აქტივისტმა, მაგრამ არ ვაპირებთ ბრალი დავდოთ მთელ პოლიტიკურ ძალას - კაპანაძე

  • კომენტარები
  • 30.09.2016
  • 17:07
 მკვლელობა ჩაიდინა ,,ქართული ოცნების“ აქტივისტმა, მაგრამ არ ვაპირებთ ბრალი დავდოთ მთელ პოლიტიკურ ძალას - კაპანაძე

,,ნაციონალური მოძრაობის” წევრი სერგი კაპანაძე ფონიჭალაში მომხდარ მკვლელობას ეხმაურება და აცხადებს, რომ არ აპირებენ ამაში ბრალი დასდონ ,,ქართულ ოცნებას“.

,,მინდა, თანაგრძნობა გამოვუცხადო დაღუპულის ოჯახს. ეს იყო მართლაც ძალიან დიდი ტრაგედია. მიუხედავად იმისა, რომ ეს მკვლელობა ჩაიდინა ქართული ოცნების აქტივისტმა, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვაპირებთ, რომ მთელ პოლიტიკურ ძალას, ქართულ ოცნებას დავდოთ ამაში ბრალი, როგორც ეს თავის დროზე ძალიან სამარცხვინოდ გააკეთეს ქალბატონმა ბერიკაშვილმა და ქართული ოცნების მაშინდელმა წევრებმა. ბარბარე რაფალიანცის მკვლელობას ვგულისხმობ. ეს არ არის სწორი მიდგომა და ადამიანი, რომელმაც ეს მკვლელობა ჩაიდინა, უნდა დაისაჯოს, ეს ცალსახად მინდა, რომ გამოვკვეთო. თუმცა, აქვე, რა თქმა უნდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ქართულ ოცნებას ეკისრება იმ გარემოს გამო, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი. ესაა გარემო, რომელშიც კრიმინალი გაძლიერებულია. ესაა გარემო, რომელიც „გაგებით მოკიდების" პოლიტიკის შედეგია, რომელიც ივანიშვილმა დააანონსა. ესაა გარემო, რომელშიც ადამიანებს შუა ქუჩაში კლავენ, მათ შორის, კალაშნიკოვით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ესაა შედეგი ამ უპასუხისმგებლო დამოკიდებულების, რომელიც ხელისუფლებას ჰქონდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან შეურაცხმყოფელი იყო როგორც ქართული ოცნების კონკრეტული კანდიდატის, ისე შსს-ს მხრიდან დამოკიდებულება, რომლებმაც იმის მაგივრად, რომ ამ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე და პრობლემაზე ესაუბრათ და მიესამძიმრებინათ, დაიწყეს იმის გარკვევა და იმაზე ჰქონდათ მთელი აქცენტი, თუ კონცერტიდან რამდენი მეტრის მოშორებით მოხდა ეს მკვლელობა. ჩემი აზრით, ეს იყო ძალიან სამარცხვინო საქციელი", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

შეგახსენებთ, ფონიჭალაში არასრულწლოვანი სასიკვდილოდ მაშინ დაჭრეს, როდესაც იქვე "ქართული ოცნების" კონცერტი მიმდინარეობდა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge