png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებს წარმატებული თანამშრომლობისთვის მადლობის სიგელები გადაეცათ

  • საზოგადოება
  • 29.09.2016
  • 14:27
საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებს წარმატებული თანამშრომლობისთვის მადლობის სიგელები გადაეცათ

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ადამ ლამორომ  წარმატებული თანამშრომლობისთვის  ქ. თბილისის პროკურორს მიხეილ შაყულაშვილს და საქართველოს პროკურატურის პროკურორებს - მაია ჯვარშეიშვილს, სალომე ჯანუაშვილს, ირაკლი ჟვანიას და ვლადიმერ ვექილიანს მადლობის სიგელები გადასცა.

ღონისძიებას საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე და მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე ესწრებოდნენ. მთავარმა პროკურორმა მადლობა გადაუხადა  ადამ ლამოროს  და აშშ-ს საელჩოს პროკურატურის რეფორმირებისა და განვითარების საქმეში გაწეული მნიშვნელოვანი დახმარებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პროკურატურასა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან აქტიური თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.   

პროკურატურის თანამშრომლებისთვის  მადლობის სიგელების გადაცემა აშშ-ს საელჩოს და შს სამინისტროს  ამხანაგური საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე მოხდა.

ფეხბურთის მატჩს საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე,  შინაგან საქმეთა მინისტრი  გიორგი მღებრიშვილი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ალექსანდრე ჩუბინიძე, აშშ-ს ელჩის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი  ადამ ლამორო და საელჩოს თანამშრომლები ესწრებოდნენ.  

ღონისძიებაზე წარმატებული თანამშრომლობისთვის მადლობის სიგელები ასევე გადაეცათ შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის,საპატრულო პოლიციისა და თბილისის პოლიციის დეპარტამენტების და  სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
  • 15:24
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
  • 15:23
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
  • 08:07
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge