png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

გაერო-მ დევნილთა და განსახლების სამინისტროს 810 ათას დოლარიანი გრანტი გადასცა

  • პოლიტიკა
  • 29.09.2016
  • 13:42
 გაერო-მ დევნილთა და განსახლების სამინისტროს 810 ათას დოლარიანი გრანტი გადასცა

დევნილი ოჯახების ნაწილზე მცირე გრანტების გაცემა იგეგმება. როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზიციამ 810 000 დოლარის ოდენობით დააფინანსა სსიპ დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.
„ეს არის გრანტები, რომელიც დევნილებს მიეცემათ, ძირითადად, სოფლებში და მათ შეეძლებათ საქონლის ყიდვა, ხეხილის, ვენახის დარგვა, მრავალწლიანი კულტურების დათესვა, ფუტკრის მოშენება და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ყიდვა. ეს არის გრანტი, რომლის 80% დაფინანსდება ამ თანხიდან, ხოლო 20%-ს თვითონ ბენეფიციარები დააფინანსებენ. ეს ძირითადად განკუთვნილია მოწყვლად ოჯახებზე, ანუ: მარტოხელა მშობლის ოჯახი 18 წლამდე შვილებით; ოჯახი შეზღუდული შესაძლებლბის მქონე წევრით, თუ პირველი და მეორე კატეგორიის; 25 წლამდე ახალგაზრდის ოჯახი, თუ მას არ ჰყავს მშობლები; ხანდაზმული პირის მიერ მართული ოჯახი, როდესაც ბებია ან ბაბუა უვლის მცირეწლოვან შვილიშვილებს“, - განაცხადა სუბარმა. 
მისივე თქმით, ბენეფიციარებს სპეციალური კომისია შეარჩევს, რომელშიც როგორც სამინისტროს, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები შევლენ. ერთ ოჯახზე გრანტის რაოდენობა 2500 ლარს შეადგენს, ჯგუფის (3 და მეტი ოჯახი) შემთხვევაში კი - 5 000 ლარს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge