png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

თბილისის მერია მოსწავლეთა უფასო სამგზავრო ბარათების გაცემის პროგრამას აგრძელებს

  • საზოგადოება
  • 22.09.2016
  • 14:25
თბილისის მერია მოსწავლეთა უფასო სამგზავრო ბარათების გაცემის პროგრამას აგრძელებს

თბილისის მერიის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს მუნიციპალური ტრანსპორტით უფასო და შეღავათიანი ტარიფით სარგებლობას, გრძელდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს თბილისის მერის მოადგილემ ნინა ხატისკაცმა ბრიფინგი გამართა.

პროგრამა ითვალისწინებს ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას (მეტრო, ავტობუსი, საბაგირო გზა) თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრებ მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების, მათ შორის, მოსწავლეების, შშმ პირების, პენსიონერებისა და სოციალურად დაუცველი მოქალაქეების, უფასო ან შეღავათიანი მგზავრობის უზრუნველყოფას.

„თბილისის მერიის შეღავათიანი მგზავრობის ბარათებით მოქალაქეთა 26 კატეგორია, სულ, 560 ათასი ბენეფიციარი სარგებლობს“, - აღნიშნა მერის მოადგილემ.

ნინა ხატისკაცის განცხადებით, თბილისის მერიასა და „საქართველოს ბანკს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის შესაბამისად, მოსაწავლეთა ახალ იდენტიფიცირებულ უფასო მგზავრობის ბარათებს გასცემს „საქართველოს ბანკი". მემორანდუმის თანახმად, „საქართველოს ბანკმა" მოსწავლეთა ახალი სამგზავრო ბარათების გაცემა უნდა უზრუნველყოს არაუგვიანეს 2016 წლის 16 ოქტომბრისა. მოსწავლეებზე გაცემული ძველი ბარათები  16 ოქტომბრიდან გაუქმდება.

ახალი სამგზავრო ბარათების ასაღებად მშობელმა ან უფლებამოსილმა პირმა უნდა მიმართოს თბილისში „საქართველოს ბანკის" სერვის-ცენტრებს (გარდა ,,ექსპრეს-ბანკის“ ფილიალებისა).

მოსწავლეებს ავტობუსით, მეტროთი და საბაგირო გზით უფასო მგზავრობის გარდა, ბარათზე თანხის ჩატვირთვის შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნებათ ბარათი გამოიყენონ სკოლის სასადილოში. გარდა ამისა, ბარათის მფლობელი შეღავთიანი ფასებით ისარგებლებს სავაჭრო ცენტრებში, მათ შორის, წიგნის მაღაზიებში, ასევე:

მოსწავლეს შესაძლებლობა ექნება უფასოდ ჩაერთოს „საქართველოს ბანკის“ sCool Card-ის სკოლის სპეციალურ ტრენინგებში;

დააგროვოს sCool-ები მაღაზიებში გადახდისას. დაგროვილი ქულები კი, სასურველ ნივთებში გადაცვალოს.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
  • 08:07
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge