png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ბათუმი დღეს ევროპის რეგიონთა ასამბლეის შავი ზღვის მე-6 სამიტს მასპინძლობს

  • საზოგადოება
  • 16.09.2016
  • 13:26
ბათუმი დღეს ევროპის რეგიონთა ასამბლეის შავი ზღვის მე-6 სამიტს მასპინძლობს

სამიტი, ევროპის რეგიონთა ასამბლეის პრეზიდენტმა, ქალბატონმა ჰანდე ბოზათლიმ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ მისასალმებელი სიტყვით გახსნეს.
,, ჩვენ რეგიონში არ წყდება კონფერენციების, სამიტებისა და ფორუმების ნაკადი. ამის ნათელი მაგალითია დღევანდელი ერას კონფერენცია, რომელიც აჭარაში პირველად ტარდება. ბათუმი ძალიან ბევრ მაღალჩინოსან სტუმარს მასპინძლობს ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურებიდან. დღეს, კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ბათუმი ნამდვილად ევროპული ქალაქია, სწორი გზითა და მიმართულებით ევროპისკენ. ამ ორგანიზაციასთან ერთად განვიხილავთ სხვადასხვა პროექტებს. მათი ხელშეწყობით ბევრი ახალგაზრდა გაემგზავრება კვალიფიკაციის ასამაღლებლად ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. დაგეგმილია მრავალი ერთობლივი ღონისძიება. ეს არის თანამშრომლობა, როგორც პოლიტიკური, ასევე კულტურულ-ჰუმანიტარული, სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი რეგიონის, ჩვენი ქალაქის განვითარებას"-აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.
ევროპის რეგიონთა ასამბლეის სამიტი საქართველოში პირველად ტარდება და მას ევროპის წამყვანი რეგიონების 80-მდე დელეგატი ესწრება. 
აჭარის რეგიონის შესახებ სტუმრების წინაშე სპეციალური პრეზენტაციით აჭარის მთავრობის წარმომადგენლები წარსდგენ. გაიმართა 2014-2020 წლების ერთობლივი სამოქმედო პროგრამის პრეზენტაცია, იმსჯელეს ბიზნესისა და მეწარმეობის როლზე სოფლის მეურნეობაში, შავი ზღვის რეგიონში გარემოსდაცვით გამოწვევებსა და სასწავლო ქსელების გამოყენებით მიღწეული მდგრადი განვითარების საკითხებზე. 
ევროპის რეგიონთა ასამბლეა წარმოადგენს რეგიონთაშორისი თანამშრომლობის ფორუმს და ევროპის დონეზე რეგიონთა ინტერესების დაცვის ფართო ქსელს, რომელშიც გაერთიანებულია ევროპის 35 ქვეყნის რეგიონები და 15 რეგიონთაშორისი ორგანიზაცია.
საქართველოს ერას ასამბლეაში ჯერ-ჯერობით მხოლოდ აჭარა და გურიაა წარმოდგენილი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ჯერ კიდევ 1997 გახდა ევროპის რეგიონთა ასამბლეის სრულუფლებიანი წევრი. 
სხვა ევროპულ ორგანიზაციებთან ერთად, ერა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს რეგიონულ დონეზე ქვეყნების ევროპული ინტეგრაციის ხელშეწყობაში. 
ევროპის რეგიონთა ასამბლეის შავი ზღვის სამიტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და ორგანიზებით ტარდება

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
  • 08:07
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge