png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციამ ევროპის პოლიციის ხელმძღვანელთა კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

  • საზოგადოება
  • 16.09.2016
  • 11:00
შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციამ ევროპის პოლიციის ხელმძღვანელთა კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს შს მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციასთან ერთად, ჰააგაში, ევროპოლის შტაბ-ბინაში გამართულ ევროპის პოლიციის ხელმძღვანელთა კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. ევროპოლის მიერ ორგანიზებულ ამგვარ მნიშვნელოვან ღონისძიებაში საქართველო წელს უკვე მეორედ მონაწილეობს.
კონფერენციის ძირითადი განსახილველი საკითხები იყო ევროპის ქვეყნებს შორის საპოლიციო თანამშრომლობა, მიგრაციულ კრიზისთან დაკავშირებული უსაფრთხოების ასპექტები, ტერორიზმი, კიბერდანაშაული და ციფრული ტექნოლოგიების განვითარების ეფექტი.
კონფერენციის ფარგლებში, შს სამინისტროს დელეგაციამ ორმხრივი შეხვედრები გამართა ნიუ-იორკის, საფრანგეთის, იტალიის, ესტონეთის, ლატვიის, ლიტვის, ესპანეთის, შვედეთისა და ბრაზილიის პოლიციის ხელმძღვანელ პირებთან. შეხვედრებზე საპოლიციო თანამშრომლობის განვითარებასა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. შს მინისტრის მოადგილემ პარტნიორი ქვეყნების პოლიციის ხელმძღვანელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო.
ბოლო პერიოდში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ევროპოლთან თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. უახლოეს მომავალში ხელი მოეწერება „საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებას, რომლის ძალაში შესვლის შემდეგ საქართველო ევროპოლის შტაბ-ბინაში თავის მეკავშირე ოფიცერს მიავლენს. აღნიშნული შეთანხმება მნიშვნელოვნად გააფართოებს საქართველოს შესაძლებლობებს სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით, არამარტო ევროპოლთან, არამედ ევროპოლის მეშვეობით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სამართალდამცავ ორგანოებთანაც.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
  • 08:07
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge