png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

სოფლის მეურნეობის სამინისტროში კერძო ვეტერინარული სექტორის განვითარების საკითხები განიხილეს

  • საზოგადოება
  • 15.09.2016
  • 14:39
 სოფლის მეურნეობის სამინისტროში კერძო ვეტერინარული სექტორის განვითარების საკითხები განიხილეს

სოფლის მეურნეობის სამინისტროში ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამის სამეთვალყურეო ჯგუფის რიგით 24-ე  შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ხელმძღვანელობდა.

სამეთვალყურეო ჯგუფის თავმჯდომარემ, ნოდარ კერესელიძემ ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მოკლედ შეაჯამა პროგრამის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები. მინისტრის პირველმა მოადგილემ შეხვედრის მონაწილეებს   სამოქმედო გეგმის ამოცანები, მიზნები და პრიორიტეტები გააცნო.

ნოდარ კერესელიძემ  ვეტერინარიის განვითარებისთვის, ვეტერინარულ განათლებასა და კერძო ვეტერინარული სამსახურების ჩართულობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ  კერძო ვეტერინარული სექტორის გაძლიერების მიზნით მომავალი წლიდან სპეციალური ღონისძიებების განხორციელდება იგეგმება, რასთან დაკავშირებითაც გადადგმულია რიგი პრაქტიკული ნაბიჯებისა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ზურაბ ჩეკურაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა ბრუცელოზის პროგრამის მიმდინარეობის შესახებ და აღნიშნა,  რომ პროგრამის წარმატებით განხორციელებისთვის გადამწყვეტი როლი სწორედ კერძო სექტორის აქტიურ ჩართულობას ენიჭება. ზურაბ ჩეკურაშვილმა ხაზი გაუსვა სამეთვალყურეო ჯგუფის შეხვედრების შედეგიანობას და მადლობა გადაუხადა ყველა წევრს, განსაკუთრებით კი - საერთაშორისო ექსპერტებს მჭიდრო თანამშრომლობისთვის. 

შეხვედრაზე განიხილეს ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით განხორციელებული ღონისძიებები, მათ შორის ბრუცელოზის პრევენციისა და კონტროლის სამოქმედო გეგმა, რომელიც პრაქტიკულად სტრატეგიული ხასიათის დოკუმენტია. სამეთვალყურეო ჯგუფის წევრებმა სამომავლო გეგმებზე და  დაგეგმილ ღონისძიებებზე იმსჯელეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, ასევე ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA), შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA), ევროკავშირის (EU), გაერთიანებული ერების, სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), საფრთხეების შემცირების თავდაცვის სააგენტოს (DTRA) და სხვა დონორი ორგანიზაციების, ასევე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (GRDD/GIPA) და  კერძო ვეტერინარული სექტორის წარმომადგენლები.

ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამა ითვალისწინებს ვეტერინარიის დარგის  და უვნებელი სურსათისწარმოების ხელშეწყობას, ცხოველთა ჯანმრთელობისა და ქვეყანაში ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის დაცვას, რაცსოფლის მეურნეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგის - მეცხოველეობის განვითარებას შეუწყობს ხელს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge