png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

თბილისის 103 საბავშვო ბაგა-ბაღში ინფრასტრუქტურული ღონისძიებები განხორციელდა

  • საზოგადოება
  • 15.09.2016
  • 13:16
თბილისის 103 საბავშვო ბაგა-ბაღში ინფრასტრუქტურული ღონისძიებები განხორციელდა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან, თემურ თორდინავასთან, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, გიორგი ტყემალაძესთან და საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარესთან, თამარ ტალიაშვილთან ერთად, №112 საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელებს ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყება მიულოცა. დედაქალაქის მერმა ბაღის შენობა დაათვალიერა და აღსაზრდელების მშობლებსა და ბაღის თანამშრომლებს შეხვდა.

დავით ნარმანიას თქმით, ახალ სასწავლო წელს საბავშვო ბაღები მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პირობებით ხვდებიან.

„დღეს საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი დაიწყო, რომელსაც  ბაღები განახლებული  გარემოთი და გაუმჯობესებული მენიუთი ხვდებიან. პირობები მნიშვნელოვნად მოწესრიგდა ჩვენი პატარებისთვის, რაც მათ ძალიან უხარიათ. ბავშვებს ჩვენ კიდევ უფრო გავახარებთ და მომდევნო ორი კვირის  განმავლობაში თბილისში,  კიდევ სამ ახალ ბაღს გავხსნით. ამას გარდა, შემოდგომაზე ექვსი ახალი ბაღის მშენებლობასაც დავიწყებთ. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საბავშვო ბაღებში პატარებს კიდევ უფრო უკეთესი პირობები ჰქონდეთ,“- განაცხადა დედაქალაქის მერმა.  

მერიის ინფორმაციით, ფანასკერტელის ქუჩაზე მდებარე №112 საბავშვო ბაღი ერთ-ერთია იმ 68 ბაღიდან, რომელსაც მიმდინარე წლის ზაფხულში შიდა სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა. აღნიშნულ ბაღში 7 ჯგუფი, დერეფნები და სველი წერტილები  გარემონტდა.  ასევე, შეკეთდა შენობის ფასადი, ეზოში დაეგო ასფალტის საფარი და მოეწყო სპორტულ-გასართობი მოედანი.

თბილისის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ზაფხულში, თბილისის 103 საბავშვო ბაგა-ბაღში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ღონისძიებები განხორციელდა. კერძოდ: 35 საბავშვო ბაგა-ბაღის ეზოში მოეწყო სპორტულ-გასართობი მოედნები; 8 საბავშვო ბაგა-ბაღში აღდგა შენობების დაზიანებული ფასადები. 6 საბავშვო ბაგა-ბაღში განხორციელდა დაზიანებული სახურავების აღდგენა-შეკეთება. 13 საბავშვო ბაგა-ბაღში გარემონტდა  სველი წერტილები და სამზარეულოები. 2 საბავშვო ბაგა-ბაღს ჩაუტარდა სრული აღდგენა-გამაგრების სამუშაოები; 68 საბავშვო ბაგა-ბაღში განხორციელდა შიდა სარემონტო სამუშაოები, რომელიც ითვალისწინებს სათამაშო ჯგუფების, საძინებლების, დარბაზებისა და ადმინისტრაციული ოთახების რემონტს. 16 საბავშვო ბაგა-ბაღში კი მიმდინარეობს ძველი ღობეების დემონტაჟი და ახალი ღობეების მოწყობა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge