png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

მიხეილ ჯანელიძე იოჰანეს ჰანს შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 13.09.2016
  • 20:49
მიხეილ ჯანელიძე იოჰანეს ჰანს შეხვდა

„მინდა დავარწმუნო საქართველოს მოსახლეობა, რომ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მინიჭებისსაკითხზე აზრთა სხვადასხვაობა არ არსებობს არც  ევროპარლამენტში და არც ევროკავშირის საბჭოში, ამ საკითხზე ყველათანხმდება"- განაცხადა ევროკომისარმა გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში იოჰანეს ჰანმასაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან სტრასბურგში გამართული შეხვედრის შემდეგ.

ევროკომისარის თქმით საქართველოსთან მიმართებაში არანაირი წინააღმდეგობა არ არსებობს. ამჟამად ევროპარლამენტსადა ევროპულ საბჭოში მიმდინარეობს ინსტიტუციური განხილვები ე.წ. შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით, რომელიცყველა იმ ქვეყანას შეეხება ვისაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი აქვს, ეს ყველაფერი კი თავის მხრივ ბმაშიასავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხთან.

„ეს არის ის რაც პოლიტიკური თვალსაზრისით მიბმულია სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზე, მაგრამ კიდევერთხელ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ საქართველოს საკითხზე არანაირი წინააღმდეგობა არ არსებობს.მოსაგვარებელია მხოლოდ ეს ინსტიტუციური საკითხი თავად ევროკავშირში და პირადად მე ყველაფერს ვაკეთებ, რომ იგიმოგვარდეს ყველას ინტერესის, განსაკუთრებით კი საქართველოს ინტერესის გათვალისწინებით, რადგან საქართველო, მისიმოქალაქეები იმსახურებენ უვიზო მიმოსვლას მათ ამისათვის შეასრულეს ყველა საჭირო მოთხოვნა და ეს დაფიქსირებულიიქნა ევროკომისიის შესაბამის ანგარიშში"- განაცხადა ჰანმა. 

ევროკომისართან შეხვედრაზე მხარეების მიერ კიდევ ერთხელ აღინიშნა ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს მირმიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი. ხაზი გაესვა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულებისმნიშვნელობას.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მიმდინარეობაზე და 2017-2019 წწ. ასოცირების ახალ დღის წესრიგზე, რომლის ირგვლივაც აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. ევროკავშირის მხრიდან კიდევ ერთხელ გამოითქვამზაობა ხელი შეუწყოს საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას რეფორმების პროცესში ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრული ყველა პრიორიტეტული მიმართულებით.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს, როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ლიდერი ქვეყნის მნიშვნელობასა და როლს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ესაუბრა ევროკომისარს 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისმოსამზადებელ პროცესსა და წინასაარჩევნო ვითარებაზე. მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველოს ხელისუფლებისმზაობა უზრუნველყოს მაღალი დონის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არჩევნების ჩატარება. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge