png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

საქართველოს პარლამენტში სამოქალაქო თანამშრომლობის ცენტრი გაიხსნა

  • პოლიტიკა
  • 13.09.2016
  • 16:00
საქართველოს პარლამენტში სამოქალაქო თანამშრომლობის ცენტრი გაიხსნა

პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა, თბილისში, პარლამენტის სასახლეში, სამოქალაქო თანამშრომლობის ცენტრი გახსნა. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრები, ღიადა გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს და მასთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის წევრები, აგრეთვე, არასამთავრობო სექტორის, დონორი ორგანიზაციებისდა საქართველოს პარლამენტის აპარატის წარმომადგენლები დაესწრნენ.

როგორც დავით უსუფაშვილმა განაცხადა, საქართველოს პარლამენტმა გადაწყვიტა, რომ დღეს, სამოქალაქო თანამშრომლობის ცენტრის გახსნით გამოხმაურებოდა მსოფლიოში მიმდინარე ძალიანმნიშვნელოვან მოვლენას - მსოფლიო მასშტაბით მიმდინარე საპარლამენტო ღიაობის კვირეულისაღნიშვნას.

„ჩვენ, ერთი წლის წინ, ამ ღონისძიების აღსანიშნავად, ამ პარლამენტის კედლებში ჩავატარეთ ძალიან წარმატებული საერთაშორისო კონფერენცია, სადაც 30-მდე ქვეყნის პარლამენტის წევრებიგვესწრებოდნენ და საზეიმოდ აღვნიშნეთ ის ფაქტი, რომ მანამდე მექსიკაში, მეხიკოში გამართულ მსოფლიო ფორუმზე, საქართველოს პარლამენტს გადაეცა პირველი ხარისხის ჯილდოსაპარლამენტო ღიაობისთვის და იმის მცდელობისთვის, რომ პარლამენტი ჭეშმარიტად გახდეს ხალხის კუთვნილება, ამ შენობაში წარმოდგენილნი იყვნენ არამარტო ხალხის რჩეულნი, არამედეს შენობა თავისი საქმიანობით იყოს ბოლომდე ღია და გახსნილი ჩვენი მოქალაქეებისთვის", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

დავით უსუფაშვილის განცხადებით, საპარლამენტო ღიაობა აუცილებელია არამარტო იმისთვის, რომ მოქალაქეებმა დროულად მიიღონ ინფორმაცია, არამედ უფრო იმისთვის, რომ მათ დროულადმიაწოდონ პარლამენტს თავიანთი შეხედულებები, პოზიციები და შენიშვნები სხვადასხვა საკითხებზე.

„ეს შეუძლებელია, თუ არ იქნება ძალიან კონკრეტული მექანიზმები და კონკრეტული მოდელები დანერგილი საპარლამენტო ცხოვრებაში. ამ მიზნით, საქართველოს პარლამენტში შეიქმნასპეციალური სამუშაო ჯგუფი, პარლამენტის რეგლამენტში შევიდა ცვლილება და ამიერიდან, ეს არის მყარ სამართლებრივ საფუძველზე მდგარი ინტერპარტიული ჯგუფი, რომლისშემადგენლობაში ძალიან აქტიურად მონაწილეობენ წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციები, სამოქალაქო სექტორის ის წარმომადგენლები, რომლებსაც აქვთ ძალიან ნაყოფიერი და ხანგრძლივიგამოცდილება პარლამენტთან ურთიერთობის.

ჩვენ შევიმუშავეთ საკმაოდ ამბიციური სამოქმედო გეგმა, რომლის ძირითადი ნაწილი შესრულებულია და კიდევ გვაქვს იმედი, რომ 8 ოქტომბრამდე რამდენიმე საკითხს დავასრულებთ იმისთვის,რომ მომავალ პარლამენტს დავახვედროთ საკმაოდ სერიოზული ნამუშევარი ამ მიმართულებით.

ამ ყველაფრის კოტექსტში დღეს, "ჩვენ გადავწყვიტეთ, საქართველოს პარლამენტში ინსტიტუციურად დავაფუძნოთ საქართველოს პარლამენტის სამოქალაქო თანამშრომლობის ცენტრი", -აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, ამიერიდან, "ეს ადგილი იქნება ღია იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც პარლამენტთან აქვთ სათანამშრომლო პროექტები, რომლებსაც სურთ პარლამენტში ჩაატარონ გარკვეულიღონისძიებები, შეხვედრები პარლამენტის წევრებთან, ინტერესჯგუფებთან, გამოიკვლიონ ის საკითხები, რომლებიც მათ აინტერესებთ, გამოვიდნენ სხვადასხვა ინიციატივებით დამოსაზრებებით. „სამოქალაქო თანამშრომლობის ცენტრი ღია იქნება ყველა იმ ორგანიზაციისთვის, ვისაც პარლამენტთან ექნება ხანგრძლივი, პროდუქტიული და ორმხრივად ხელსაყრელითანამშრომლობის სურვილი", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სამოქალაქო თანამშრომლობის ცენტრის გახსნა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ ეს ხელს შეუწყობს დემოკრატიულიინსტიტუტების განვითარებას. „დღეს, ჩვენ წარმოდგენილი ვართ სხვადასხვა პოლიტიკური გუნდების და ჯგუფების წარმომადგენლები იმიტომ, რომ პარლამენტი ყველასია, ყველაპოლიტიკური პარტიის და დღეიდან გახდება ყველა მოქალაქის და ყველა სამოქალაქო აქტივისტის კიდევ უფრო მეტად. გილოცავთ და იმედი მაქვს, რომ ეს იქნება კიდევ ერთი სერიოზულინაბიჯი დემოკრატიული ინსტიტუციური განვითარებისთვის ქვეყანაში", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, სამოქალაქო თანამშრომლობის ცენტრს გაუძღვება საქართველოს პარლამენტის აპარატი და მის მომსახურებას და მენეჯმენტს აპარატისთანამშრომლები განახორციელებენ.

სამოქალაქო თანამშრომლობის ცენტრის სტრატეგიული მიზანია საქართველოს პარლამენტის ინსტიტუციური გაძლიერება, ეფექტური საჯარო-კერძო საკანონმდებლო დიალოგის უზრუნველყოფადა საპარლამენტო ღიაობის პროცესის ხელშეწყობა. თავისი მანდატის ფარგლებში, ცენტრის საქმიანობა მიმართულია პარლამენტისა და სამოქალაქო სექტორის ეფექტიანი თანამშრომლობისკენ დაღიაა იმ სამოქალაქო თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის, რომელთაც თავიანთი ხედვებისა და პროექტების განსახორციელებლად უკვე შეთანხმებული აქვს ან მომავალში გეგმავსსაქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობას.

ღონისძიება გაიმართა გლობალური საპარლამენტო ღიაობის კვირეულის (GLOW) ფარგლებში, რომელიც ყოველწლიურად 12-18 სექტემბერს აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დამოწოდებაა სამოქალაქო საზოგადოებისა და პარლამენტებისადმი, რათა მათ ხელი შეუწყონ საკანონმდებლო ღიაობას და ჩართულობას კანონშემოქმედებით პროცესებში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge