png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

ბათუმში პირველი საერთაშორისო საზღვაო ფორუმი გაიხსნა

  • პოლიტიკა
  • 13.09.2016
  • 13:14
ბათუმში პირველი საერთაშორისო საზღვაო ფორუმი გაიხსნა
12-16 სექტემბერს ბათუმი, საქართველოს ისტორიაში პირველ საერთაშორისო საზღვაო ფორუმს მასპინძლობს. საზღვაო ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა. დელეგატებს მიესალმა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალური მდივანი კიტაკ ლიმი, საქართველოს ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი.
"საქართველოს საზღვაო სექტორში განხორციელდა უმნიშვნელოვანესი ცვლილებები. ჩვენ ძირფესვიანად შევცვალეთ ჩვენი მეზღვაურების განათლებისა და სერტიფიცირების სისტემა. საქართველომ წარმატებით გაიარა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციისა და საზღვაო უსაფრთხოების ევროპული სააგენტოს აუდიტორული შემოწმება. ჩვენი საზღვაო ტონაჟი იზრდება მაღალი ხარისხის გემების ხარჯზე. სამომავლოდ საქართველოს მთავრობას აქვს ამბიციური გეგმა, რომელიც გულისხმობს ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის აშენებას პანამაქსის ტიპის გემებისთვის," - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა და ხაზი გაუსვა საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას - უზრუნველყოს საქართველოს ზღვებისა და ოკეანეების დაცვის უმაღლესი სტანდარტები.
ბათუმის, როგორც საქართველოს საზღვაო ცენტრის შესახებ ისაუბრა აჭარის ა.რ მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ. 
„ჩვენი ქალაქის წარმატება - ინვესტიციების მოზიდვა, სატრანზიტო დერეფნად ქცევა, ტურისტული სექტორის განვითარება თუ სხვა ბევრი წინსვლა მის ზღვისპირა მდებარეობას, სტრატეგიულ მნიშვნელობასა და მიმზიდველობას უკავშირდება. ბათუმის, როგორც ერთგვარი საზღვაო დედაქალაქის მნიშვნელობა წარსულშიც და დღევანდელობაშიც განუზომელია ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველოში 9 000-მდე მეზღვაურია და მათი 95% სწორედ აჭარის მკვიდრია. ეს კი ნიშნავს, რომ ამ სფეროს განვითარება პირდაპირ კავშირშია ქვეყნისა და რეგიონის ეკონომიკურ წინსვლასა და კეთილდღეობასთან, მითუმეტეს დღეს, როცა ცნობილი "აბრეშუმის გზის" აღდგენის პროექტში საზღვაო მიმართულებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება". 
 
ფორუმს 40-ზე მეტი ქვეყნიდან 300-მდე დელეგატი ესწრებოდა. მათ შორის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და საერთაშორისო საზღვაო ინდუსტრიის სახელოვანი წარმომადგენლები. საქართველოს საზღვაო ცენტრში - ბათუმში მიმდინარე საზღვაო ფორუმის მიზანია საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან საზღვაო სახელმწიფოდ წარმოჩენა. 
ფორუმის მთავარ თემას წარმოადგენს ''საერთაშორისო ნაოსნობა მსოფლიოსთვის შეუცვლელი ტრანსპორტირების საშუალება'', რომელიც თავის მხრივ ეხმიანება მსოფლიოს საზღვაო სფეროს აქტუალურ თემას. 
საზღვაო სფეროში შეტანილი წვლილისთვის საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მადლობის სიგელით დააჯილდოვა მალტის ელჩი საერთაშორისო საზღვაო სფეროში კარმენ ვასალო.
საერთაშორისო საზღვაო ფორუმის ფარგლებში გაფორმდა მთავრობათაშორისი ხელშეკრულებები.
პირველი საერთაშორისო საზღვაო ფორუმი ბათუმში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის პატრონაჟით ჩატარდა. ღონისძიების მასპინძელი საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იყო.
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge