png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

გუგული მაღრაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანასწორობის და ნონ-დისკრიმინაციის კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა

  • პოლიტიკა
  • 12.09.2016
  • 16:45
გუგული მაღრაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანასწორობის და ნონ-დისკრიმინაციის კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის წევრი, გუგული მაღრაძე ახლახან პარიზიდან დაბრუნდა, სადაც როგორც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანასწორობის და ნონ-დისკრიმინაციის კომიტეტისწევრი, კომიტეტის მუშაობაში მონაწილეობდა. 

კომიტეტის სხდომაზე განიხილეს ევროპასა და მთელს მსოფლიოში არსებული ისეთი მწვავე საკითხები როგორიცაა: კიბერ-დისკრიმინაციის და სოციალურ მედიაში სიძულვილის გამოვლენისადა ტირაჟირების წინააღმდეგ ბრძოლა, ბოშების და სხვა ე. წ. მოხეტიალე ჯგუფების უფლებების დაცვა და მათი საზოგადოებაში ჩართულობის ხელშეწყობა, საჯარო სივრცეში ქალთაუფლებების დაცვა და ეკონომიკაში ქალთა ჩართულობის გაძლიერება.

აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, სხდომაზე, საკუთარი ხედვები წარადგინა გუგული მაღრაძემ. „საინფორმაციო ტექნოლოგიების გავრცელებას თან მოჰყვა ბევრი უარყოფითი პრობლემისწარმოშობა, მაგრამ პროგრესის შეჩერება შეუძლებელია. ამიტომ, ამ სფეროებში არსებული გამოწვევების დაძლევაში, ყურადღება უნდა გავამახვილოთ ისევ ტექნოლოგიური მიღწევებისგამოყენებაზე, სოციალურ მედიაში ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევის, პერსონალური ინფორმაციის გავრცელების, იმთავითვე ამორალური ინფორმაციის გამრავლების წინააღმდეგკანონმდებლობის გამკაცრებასა და ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებაზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით", - განაცხადა გუგული მაღრაძემ.

სხდომაზე განსახილველი მეორე საკითხი, რეზოლუციის მუხლს ეხებოდა ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ვალდებულების დაკისრებას შესახებ ბოშათა და სხვა მოხეტიალე ჯგუფებისჩართულობით მათი საცხოვრებელი ფართობებით უზრუნველყოფის საკითხებში.

როგორც გუგული მაღრაძემ აღნიშნა, სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის ადგილობრივი თვითმმართველობებს ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში. ამიტომ მისი და სხვა დეპუტატების მოთხოვნით ესმუხლი შეიცვალა.

საინტერესო დისკუსია გაიმართა საჯარო სივრცეში ქალთა უფლებების დარღვევის გარშემო, რაც დასავლეთ ევროპაში მიგრანტთა დიდი ნაკადების შემოსვლის შემდეგ განსაკუთრებით გახშირდა.გუგული მაღრაძის თქმით, საფრანგეთის მთავრობის მიერ საჯარო სივრცეში ჩადრით სიარულის აკრძალვამ მწვავე დებატები გამოიწვია, რომელსაც როგორც კრიტიკოსები, ისე დამცველები ჰყავს.

დისკუსიისას, მორწმუნეთა რელიგიურ გრძნობებზე ხდებოდა ხაზგასმა, რაც გუგული მაღრაძის გამოსვლაში მიჩნეული იქნა საკითხის არასწორად დასმად. „ერთია სხვადასხვა რელიგიისადამიანთა უფლებების დაცვა და სხვაა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ქცევის წესები, რაც დადგენილია და რისი დაცვაც საჭიროა ყველა იმ ადამიანის მიერ, ვინც ამ საჯარო სივრცითსარგებლობს", - განაცხადა გუგული მაღრაძემ. ამ კონტექსტში მან რელიგიური იდენტურობის და სეკულარულ საზოგადოებაში არსებული ნორმების ურთიერთმიმართებაზე ვრცლად ისაუბრა.

სხდომაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განსახილველი თემა ეკონომიკაში ქალთა ჩართულობა იყო. როგორც აღინიშნა ეს საკითხი ყველგან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით კი იმ ქვეყნებში, სადაცუმუშევრობა და სიღარიბის მაღალი დონეა. „მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ნაკლებად გამოხატულია ქალთა პირდაპირი დისკრიმინაცია, ადგილი აქვს ფარულ დისკრიმინაციას და ე.წ.მინის ჭერის არსებობას, რაც პოლიტიკასა და ეკონომიკაში ქალების აქტიურ მონაწილეობას აფერხებს. ამის გარეშე ძნელი იქნება რეალური სწრაფი განვითარების მიღწევა, რაც საქართველოსდღევანდელი ხელისუფლების მთავარი ამოცანაა. ამიტომ ეს საკითხი გამუდმებული ზრუნვის საგანი უნდა გახდეს", - განაცხადა გუგული მაღრაძემ.

დასასრულ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანასწორობის და ნონ- დისკრიმინაციის კომიტეტის შემდეგ სხდომაზე განსახილველ საკითხთა ნუსხა და კომიტეტის გარე ღონისძიებებიგანისაზღვრა, რომელშიც კომიტეტის წევრთა მონაწილეობაა დაგეგმილი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge