png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

რადიო „აფხაზეთის ხმა“ ახალ სეზონს განახლებული ეთერით ხვდება

  • საზოგადოება
  • 12.09.2016
  • 16:30
 რადიო „აფხაზეთის ხმა“ ახალ სეზონს განახლებული ეთერით ხვდება

12 სექტემბერს რადიო „აფხაზეთის ხმამ“ ახალი სეზონი განახლებული ეთერითა და პროგრამებით, ახალი და ძველი, რადიოს სახედ მიჩნეული სახეების ურთიერთშეთავსებით დაიწყო. მსმენელს ელოდება განახლებული ეთერი და გადაცემები, მათ შორის, გამოსასვლელ დღეებშიც. მაგალითად, კვირას, 20:00 საათზე ეთერშია Live შოუ, შაბათს კი დილის ეთერში 11-დან 14:00 საათამდე თამუნა მუსერიძისა და ნიკა ხაჩიძის დუეტი. დუეტი ეთერშია კვირა დილითაც - შაბათის მსგავსად, სამი საათის განმავლობაში სტუდიაში თქვენს განწყობაზე გიორგი ნაზღაიძე და გიორგი გაგლოევი იზრუნებენ. პარასკევს, 18:00 საათზე ეთერში გავა „აფხაზეთის ხმის“ ჩარტი და მას გელა გნოლიძე წარმოგიდგენთ. როგორც ყოველთვის, გათვალისწინებულია რუსულენოვანი მსმენელიც - რუსული ეთერი „აფხაზეთის ხმაზე“ კვლავაც შენარჩუნდება და მას თეა წურწუმია გაუძღვება. ჰოლდინგ „აფხაზეთის ხმის“ აღმასრულებელი პროდიუსერის მიხეილ დიასამიძის განცხადებით, განახლებულ ეთერში, სხვადასხვა გადაცემაში მსმენელს ელოდება მის გემოვნებაზე გათვლილი მუსიკალური ბადე, ცნობილი სახეები და მუსიკალური ბენდები: „ზემოთჩამოთვლილი გადაცემების გარდა, ეთერში გავა ქალბატონებზე გათვლილი ნინო ჩხეიძის საავტორო გადაცემა, ასევე სამედიცინო გადაცემალ. აღსანიშნავია, რომ „აფხაზეთის ხმაზე“ აღდგება სპორტის ბლოკი, რომელიც სხვადასხვა მიზეზის გამო, კარგა ხნის განმავლობაში შეჩერებული იყო. ეს ყველაფერი არ არის: ჩვენი გუნდი მუშაობს იმისთვის, რომ ახალი სეზონი კიდევ უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გადაცემებით დაამახსოვრდეს მსმენელს“.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge