png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

ივანიშვილმა აღიარა, რომ "თავისუფალი დემოკრატები" ძლიერი პოლიტიკური ძალაა - ირაკლი ალასანია

  • პოლიტიკა
  • 12.09.2016
  • 15:28
ივანიშვილმა აღიარა, რომ "თავისუფალი დემოკრატები" ძლიერი პოლიტიკური ძალაა - ირაკლი ალასანია

ჩემთვის ბიძინა ივანიშვილი წარსულია, ამიტომ მის შეფასებებს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ყოფილიპრემიერის ბიძინა ივანიშვილის მიერ მასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების შეფასებისას "თავისუფალი დემოკრატების"ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განუცხადა. 
მისი თქმით, "თავისუფალი დემოკრატების" და სხვა პარტიების მუდმივი კრიტიკით ის საკუთარ პოლიტიკურ ძალას - "ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს" ეხმარება. 
"ის ამ გზით ალბათ ეხმარება საკუთარ პოლიტიკურ ძალას. არ ვიცი, სიმართლე გითხრათ. ჩვენ მომავალზე ვართ ორიენტირებული. ამარჩევნებში გამარჯვებით გვინდა დავიწყოთ უკეთესი საქართველოს მშენებლობა. ჩემთვის ბიძინა ივანიშვილი წარსულია, ამიტომ მისშეფასეებებს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ", - აღნიშნა ალასანიამ. 
მისივე თქმით, ფაქტი ერთია - ივანიშვილმა აღიარა, რომ "თავისუფალი დემოკრატები" ძლიერი პოლიტიკური ძალაა, რომელსაც ამქვეყნის გაძღოლა და უკეთესი მომავლის შექმნა შეუძლია. 
"სამწუხაროდ, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გარკვეულწილად ჭორაობს და ამ ჭორაობით ჩვენი პოლიტიკური ძალისთვის ზიანისმიყენებას ცდილობს. მას ეს არ გამოუვიდა ადრე და არ გამოუვა ახლაც. "თავისუფალი დემოკრატები" ვართ ძლიერი, პროფესიონალებითდაკომპლექტებული გუნდი. ჩვენ გვაერთიანებს იდეები და მიზნები და შევქმნით უკეთეს მომავალს ჩვენი ხალხისთვის. თუ შეცდომაზეასაუბარი, მართლაც უდიდესი შეცდომა და შავი ლაქა ივანიშვილს და ღარიბაშვილს აქვთ, რომ მათ ჩემთან ბრძოლაში დააზიანებს საჰაეროთავდაცვის სისტემის შექმნა და ჩემთან ბრძოლაში 5 უდანაშაულო ადამიანი გაუშვეს ციხეში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ხალხიდაინახავს, თუ რომელი პოლიტიკური ძალაა ერთგული პრინციპების და რომელმა დაკარგა სახე", - აღნიშნა ალასანიამ. 
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალი ძალებიდან, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" შემდეგ „თავისუფალ დემოკრატებს" გამოარჩევდა. 
როგორც ივანიშვილმა ქუთაისში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას განაცხადა, მისი დამოკიდებულება განაპირობა "თავისუფალიდემოკრატების" გუნდმა, რომელიც ირაკლი ალასანიას შეცდომებს წინ აღუდგა. 
"თუ არა „ქართული ოცნება", მეორე არჩევანი არის კოალიციის წევრები. კოალიციის წევრებიდან თუ ადრე პირველს "რესპუბლიკელებს"დავასახელებდი, ახლა "თავისუფალ დემოკრატებს" დავასახელებ. პირველ რიგში, ორივეს დავასახელებდი იმიტომ, რომ მათთან არ არისკითხვა ჩვენი ქვეყნის ორიენტაციაზე", - განაცხადა ივანიშვილმა. 
მისივე თქმით, „თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ალასანიამ დაუშვა ძალიან ბევრი შეცდომა. 
"პარტიაში შეინიშნება ზედმეტი დომინანტობა ლიდერის და ამ პროცესმა ცუდად იმუშავა. თავიდან, ალასანიას შეცდომები თავისუფლადგაიზიარა გუნდმა და ნაცვლად იმისა, რომ ალასანიას მოეხერხებინა, ყოფნოდა კაცობა და ვაჟკაცობა საკუთარ შეცდომებზე გუნდი არწაეყვანა, თვითონ მოიქცა არასწორად. ამის შემდგომ გუნდის წევრებმა მოახერხეს გარდაქმნა. თვითონ გუნდის წევრები მაწვდიდნენ ხმას.მას უფრო ბევრი შეცდომის დაშვება შეეძლო, თუმცა გუნდმა ამის საშუალება არ მისცა. ამ მხრივ, დღეს "დემოკრატები" უფრო ჯანსაღადგამოიყურებიან. მთელი გუნდი ლიდერის შეცდომებს წინ დაუდგა და აღარ გადაყვნენ ალასანიას შემდგომ შეცდომებს", - განაცხადაივანიშვილმა, რომელმაც განმარტა, რომ "თავისუფალი დემოკრატების" წევრებთან პირდაპირი კონტაქტი არ აქვს.
"თუმცა, მომდიოდა გარკვეული ინფორმაციები. ბოკერიასთან მეგობრობაც კარგად იკვეთებოდა", - აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge