png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ავტომობილი მდინარეში გადავარდა - დაღუპულია 21 წლის ახალგაზრდა

  • საზოგადოება
  • 12.09.2016
  • 14:55
ავტომობილი მდინარეში გადავარდა - დაღუპულია 21 წლის ახალგაზრდა

გვიან ღამით, თუშეთში, სოფელ დართლოდან ჭეშოსკენ მიმავალი გზიდან „მიცუბიში პაჯეროს“  მარკის ავტომობილი მდინარე ალაზანში გადავარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ,,კახეთის საინფორმაციო ცენტრი“ ავრცელებს. უბედური შემთხვევის შედეგად 21 წლის თემურ გოგოთიძე ადგილზე დაიღუპა, სამი ადამიანი კი დაშავდა. დაშავებულები ვერტმფრენით თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

თუშეთში გამგებლის წარმომადგენლის ლადო კახოიძის ინფორმაციით, გარდაცვლილიც და დაშავებულებიც თუშები არიან. "ცხედარი გურჯაანის პროზექტურაშია გადატანილი. დაშავებულები კი მრავლობითი მოტეხილობებით და დაჟეჟილობებით თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში არიან მოთავსებულები", - აღნიშნა კახოიძემ.

მისივე თქმით, თუშეთში სოფლებს შორის დამაკავშირებელი გზები ნორმალურ მდგომარეობაშია და ავტოსატრანსპორტო შემთხვევების მიზეზი ხშირ შემთხვევაში მძღოლების ნასვამ მდგომარეობაში ყოფნა ან ავტომობილის ტექნიკური გაუმართაობა ხდება.

,,კახეთის საინფორმაციო ცენტრის“ ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევები გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ხშირია. კერძოდ, 6 აგვისტოს, თუშეთის გზაზე, თორღვას აბანოდან 4 კილომეტრში ომალოს მკვიდრი კახა ჩაგაიძე ხევში გადავარდა და დაშავდა. მძღოლი ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მართავდა.

2014 წლის სექტემბერში, თუშეთის გზაზე, ე.წ.  „ბოთლის წყალთან“ „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანა დიდი სიმაღლიდან ხევში გადავარდა. მანქანაში 4 ადამიანი იჯდა. ოთხივე მათგანი, 21 წლის თემო ბუღრიძე, 38 წლის ბესიკ კიტოშვილი, 39 წლის თევდორე ბუღრიძე და 40 წლის რამაზ აშაძე ადგილზე დაიღუპნენ.

თუშეთთან დამაკავშირებელი  ერთადერთი საავტომობილო გზა თელავის რაიონის სოფელ ფშაველიდან იწყება. სოფელ ომალომდე 72 კილომეტრია. სტორის ხეობიდან აბანოს უღელტეხილამდე საავტომობილო გზის დიდი ნაწილი კლდეებზეა გაჭრილი. გზა მეწყერსაშიშ ზონაშიც გადის.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge