png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

„მშვიდობასა და გამარჯვებაზე უკეთესს რას ვუსურვებთ ერთმანეთს?!" - ირაკლი ხახუბია

  • პოლიტიკა
  • 12.09.2016
  • 12:48
„მშვიდობასა და გამარჯვებაზე უკეთესს რას ვუსურვებთ ერთმანეთს?!" - ირაკლი ხახუბია

„მშვიდობასა და გამარჯვებაზე უკეთესს რას ვუსურვებთ ერთმანეთს?! გამჭრიახი გონება, პოლიტიკური ალღო, ულევი ოპტიმიზმი, გამორჩეული იუმორი, ერთობის შეგრძნება და აზრის თავისუფლება გურულების გენეტიკურ-ისტორიული მონაპოვარია”, - ამ სიტყვებით მიმართა ირაკლი ხახუბიამ გურიაში, ურეკის კულტურის სახლში შეკრებილ ამომრჩეველს.

ჯანდაცვის მოქმედი და დაგეგმილი პროექტები, სოფლის მეურნეობის პროგრამები, ადამიანის უფლებები და რეგიონისათვის საჭირო საგზაო ინფრასტრუქტურული გეგმები. ეს არის ის მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები რომლებზეც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ხახუბიამ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა  მერაბ ჭანუყვაძემ ამომრჩეველთან შეხვედრაზე ისაუბრეს.

ირაკლი ხახუბიამ ყურადღება გაამახვილა ბიძინა ივანიშვილის მიერ აშენებული „BlackSeaArena“-ს მნიშვნელობაზე რეგიონისათვის. იმას თუ რას ნიშნავს სახელმწიფოსათვის, და კონკრეტულად ამ რაიონის მცხოვრებთათვის ამ პროექტის განხორციელება.“ ბიძინა ივანიშვილის მიერ სახელმწიფოსათვის გადაცემული გრანდიოზული საკონცერტო სივრცე ადგილზე ტურმიზის ჩქარი ტემპებით განვითარებას უწყობს ხელს“. ადგილზე ამ სეგმენტის გააქტიურება კი ირაკლი ხახუბიას განმარტებით მოსახლეობისათვის ახალი სამუშაო ადგილებითა და დამატებითი შემოსავლებით აისახება. ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი აცხადებს, რომ მმართველი გუნდი ცრუ დაპირებებისა და კამათის ნაცვლად ამომრჩეველის წინაშე წარდგენილი საარჩევნო პროგრამის, სამოქმედო გეგმის საფუძველზე კონკრეტულ ვალდებულებებს იღებს.

„გურულებს მოვლენების სწორად აღქმა და პროგრესისადმი განსაკუთრებული მიდრეკილება გახასიათებთ. ამიტომაც, ყველა დროში ობიექტურად აფასებდით ფოთს. ფოთში მუდამ იყრიდა თავს გურიისა და სამეგრელოს მოსახლეობის ის ნაწილი, ვისაც ამ ქალაქის შესაძლებლობების სჯეროდა და სჯერა. დღესაც, აქ თავშეყრილ საზოგადოებას, ოპტიმიზმი გვაერთიანებს. 8 ოქტომბერს თქვენ ხმა უნდა მისცეთ ფოთის მაჟორიტარ კანდიდატს. 8 ოქტომბერს კვლავ სჭირდება ქვეყანას ჩვენი ერთიანობა პრინციპულ საკითხში, რათა კვლავ მივცეთ ხმა თავისუფლებას, სწრაფ განვითარებას და კეთილდღეობას, რომელიც ერთად უნდა შევქმნათ საკუთარი შრომით და მონდომებით“, – განაცხადა ირაკლი ხახუბიამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge