png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

გიორგი მარგველაშვილი: ჩვენი საერთო ამოცანაა უზრუნველვყოთ შავი ზღვის უსაფრთხოება და ვაქციოთ იგი ევროპული თანამშრომლობის სივრცედ

  • პოლიტიკა
  • 08.09.2016
  • 16:13
გიორგი მარგველაშვილი: ჩვენი საერთო ამოცანაა უზრუნველვყოთ შავი ზღვის უსაფრთხოება და ვაქციოთ იგი ევროპული თანამშრომლობის სივრცედ

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სასახლეში NATO -ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს უმასპინძლა, რომელიც საქართველოს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრებთან ერთად ესტუმრა.

შეხვედრის დასაწყისში საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს და ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს საქართველოშიჩამობრძანებისათვის და აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ალიანსის მიერ საქართველოს მხარდაჭერას.

საქართველოს პრეზიდენტმა ალიანსთან საქართველოს თანამშრომლობის თემაზე - შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ შავი ზღვის რეგიონის მომავალი უშუალოდაა დაკავშირებული ერთიანი და მთლიანი ევროპის კეთილდღეობასთან. ჩვენი საერთო ამოცანაა უზრუნველვყოთ შავი ზღვის უსაფრთხოება და ვაქციოთ იგი ევროპული თანამშრომლობის სივრცედ. 

იენს სტოლტენბერგმა და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრებმა შეხვედრაზე აღნიშნეს საქართველოს პროგრესი დემოკრატიზაციის, ეკონომიკური განვითარების, სამხედრო და უსაფრთხოებისსფეროში რეფორმების მიმართულებით.

შეხვედრისას საუბარი შეეხო ასევე, მომავალ საპარლამენტო არჩევნებს, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე და ნატო-ში საქართველოს ელჩი ალექსანდრე მაისურაძე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge