png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

ირაკლი ჩიქოვანი - მერაბ ქვარაიას ჯობდა ყურადღება მიექცია საკუთარი ამომრჩევლისთვის

  • პოლიტიკა
  • 07.09.2016
  • 18:46
ირაკლი ჩიქოვანი - მერაბ ქვარაიას  ჯობდა ყურადღება მიექცია საკუთარი ამომრჩევლისთვის

„მერაბ ქვარაია, რომელსაც აქვს ამბიცია, რომ იყოს ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საქართველოს პარლამენტში და წარმოადგენდეს ქალაქ ზუგდიდს იმასაც კი ვერ ახრეხებდა, რომ ადეკვატური ყურადღება მიექცია საკუთარი ამომრჩევლისთვის ზუგდიდის კონკრეტულ ოლქში“ - განაცხადა  „ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების“ ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციის ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ჩიქოვანმა მედიის წარმომადგენლებს აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ავარიული შენობის ფოტოები წარუდგინა, სადაც ასახულია უკიდურესად მძიმე საცხოვრებელი პირობები. ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, აქ მცხოვრები მოსახლეობა რისკის ქვეშ არიან, რადგან შენობა მთლიანად არის ამორტიზირებული და არსებობს მისი ჩამონგრევის საშიშროება.

მაჟორიტარობის კანდიდატის განმარტებით, ეს ხდება მაშინ, როცა ზუგდიდის ბიუჯეტში სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად 530 ათას ლარამდე იყო გამოყოფილი, რომლის ათვისებაც სრულად ვერ მოხდა, ხოლო მისივე განცხადებით, ტენდერების შედეგად ადგილობრივმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა 10-15% -ით თანხების დაზოგვა, რომელიც საშუალებას მისცემდა მათ ავარიული სახლები გადაეხურათ.

„ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტიმა მიმართა შესყიდვების სააგენტოს ერთ პირთან მოლაპარაკებით შეესრულებინა ეს სამუშაოები. თქვენ თუ დააკვირდებით ვადებს როდის იქნა გადმორიცხული თანხები და როდის განხორციელდა უშუალოდ შესყიდვა, ეს ვადები აბსოლიტურად საკმარისი იყო გამატივებული ელ. ტენდერის სახით ამ შესყიდვის განხორციელებაზე. მსგავსი პრაქტიკა კორუფციის რისკებს ქმნის და ეს არ არის ირაკლი ჩიქოვანის შეფასებები. ეს არის შეფასებები, რომელსაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები აკეთებენ. რაც შეეხება მერაბ ქვარაიას, დღეს მას სურს წარმოადგენდეს პარლამენტში ზუგდიდს, მაშინ როდესაც ის მოქალაქეების პრობლემებს საკუთარ საარჩევნო ოლქში არ აქცევდა ადეკვატურ ყურადღებას. როგორც ჩანს, მერაბ ქვარაიას და ირაკლი გოგოხიას, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების სხვა მესვეურებს განზრახული აქვთ, რომ კოლექტიური კამპანია აწარმოონ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. შესაბამისად, ჩვენი მიდგომაც იქნება ერთობლივი და ჩვენ მომავალშიც ვისაუბრებთ იმ საქმეებზე, ამ გუნდზე, რომელმაც სერიოზული პრობლემები შექმნა კონკრეტული მიმართულებებით“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge