png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

არჩილ თალაკვაძე დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის მოსახლეობას შეხვდა

  • საზოგადოება
  • 07.09.2016
  • 12:13
არჩილ თალაკვაძე დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ - ს ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრაზე რომელსაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძეც 

ესწრებოდა მუნიციპალიტეტში განხორციელებულ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. 

„მიმიღეთ როგორც თქვენი თანასოფლელი, რომელსაც თქვენსავით აინტერესებს შემოქმედის მომავალი განვითარება. ჩვენ ერთად განვახორციელებთ ისეთ პრიორიტეტულ პროექტებს,რომელიც საზოგადოებას სიკეთეს მოუტანს. ჩვენ გავიმარჯვებთ არამხოლოდ 8 ოქტომბერს, არამედ 8 ოქტომბრის შემდეგაც ყოველდღიურად, როცა ჩვენი საქმე შედეგს გამოიღებს“ - მიმართა არჩილ თალაკვაძემ სოფელ შემოქმედის მოსახლეობას. 

მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ - ს ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი,  სოფელ შემოქმედში ანდრო ვაშალომიძის და მალხაზ კუჭუხიძის ოჯახებს ესტუმრნენ.

ანდრო ვაშალომიძემ გურიაში ძველთაგან გავრცელებული ვაზის ჯიშები - ჩხავერი, ჯანი, მტევანდიდი, ბადაგი, ხსილათუბანი, ჭუმუტა, კამური, საკმიელა, ათინაური და სხვა მაღალხარისხიანი ვაზის ჯიშები მოიძია, აღადგინა და საკოლექციო მეურნეობა გააშენა. 

მალხაზ კუჭუხიძის ოჯახში  კი მათივე დამზადებული  მუსიკალური ინსტრუმენტები დაათვალიერეს. მალხაზ კუჭუხიძე, თავის ვაჟთან, გიორგისთან ერთად პავლონიისა და თუთის ხეებს ჟღერადობას საჭრეთელით აძლევს. ფანდური, ჩონგური, ბანი-ფანდური, დოლი, სალამური - ეს ის ინსტრუმენტებია, რომელთაც კუჭუხიძები საკუთარ სახელოსნოში ამზადებენ.

“თქვენ ინახავთ გურიის ლეგენდებს, გურულ ტრადიციულ ხმას და ვაზის ჯიშებს. ყოველთვის ვიამაყებ, რომ დღეს თქვენი სტუმარი ვიყავი“ - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge