png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

ამერიკელმა კონგრესმენებმა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელი მოინახულეს

  • პოლიტიკა
  • 29.08.2016
  • 17:16
ამერიკელმა კონგრესმენებმა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელი მოინახულეს

საქართველოში ვიზიტად მყოფი ამერიკელი კონგრესმენები დანკან ჰანტერი (რესპუბლიკელი - კალიფორნია) და მარკ სენფორდი (რესპუბლიკელი -სამხრეთ კაროლინა) საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთს ეწვივნენ.

კონგრესმენები ადგილზე გაეცნენ საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას, გაესაუბრნენ ადგილობრივ მოსახლეობას და მათგან პირადად მოისმინესარსებული რთული ჰუმანიტარული და სოციალური მდგომარეობის შესახებ.

აშშ-ის კონგრესმენების განცხადებით, მათთვის მნიშვნელოვანი იყო, პირადად გაცნობოდნენ რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკის შედეგად შექმნილვითარებას და იმ ფაქტორებს, რომლებიც გავლენას ახდენენ რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის ყოფაზე.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, თუ როგორ არღვევს რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს. მსოფლიომ ყურადღება უნდა მიაქციოს ამ საკითხს,რადგან იგივე, შესაძლოა, სხვაგანაც განმეორდეს",- განაცხადა კონგრესმენმა დანკან ჰანტერმა.

„ყურადსაღებია ის ვითარება, რომელიც აქ დაგვხვდა. ჩვენ ვნახეთ დევნილების საცხოვრებელი ადგილები. გარდა ამისა, ჩვენ გავხდითთვითმხილველები საზღვრის შეცვლის აქტიური პროცესისა, რაც აქ სისტემატიურად ფიქსირდება."- აღნიშნა კონგრესმენმა მარკ სენფორდმა.

ამერიკელი კონგრესმენები საქართველოს 27-30 აგვისტოს პერიოდში სტუმრობენ. ვიზიტის ფარგლებში კონგრესმენები შეხვედრებს გამართავენსაქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, ასევე ადგილზე გაეცნობიან საქართვლოშიგანხორციელებულ რეფორმებსა და წინასაარჩევნო გარემოს.

აშშ-ის კონგრესმენებმა  მოინახულეს კრწანისის სასწავლი ცენტრი. მათ კახეთის რეგიონშიც უმასპინძლეს, სადაც კონგრესმენები გაეცნენ საქართველოსკულტურულ და ისტორიულ ღირშესანიშნაობებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge