png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

კახა კახიშვილი ლატვიის იუსტიციის მინისტრის მიწვევით რიგაში გაემგზავრა

  • პოლიტიკა
  • 25.08.2016
  • 15:27
კახა კახიშვილი ლატვიის იუსტიციის მინისტრის მიწვევით რიგაში გაემგზავრა

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი, სამინისტროს დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ლატვიაში გაემგზავრა.

კახა კახიშვილი რიგას ლატვიის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის დზინტარს რასნაჩსის მიწვევით სტუმრობს.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი ქვეყნის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდება. შეხვედრაზე მხარეები ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ასპექტებსა და ევროპულ სტადრატებთან მაქსიმალური დაახლოების მიზნით განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრებენ, მათ შორის ყურადღება გამახვილდება თანამშრომლობის გაღრმავებაზე პენიტენციურ და პრობაციის სფეროებში. განიხილავენ პენიტენციური ინფრასტრუქტურის განახლების და მშენებლობის, ციხეების ეფექტიანი მართვისა და არასაპატიმრო სასჯელთა გამოყენების პრაქტიკის განვითარების საკითხებს, მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროგრამებსა და მათ მნიშვნელობას.

კახა კახიშვილი დელეგაციასთან ერთად, რიგის პრობაციის ბიუროსაც ეწვევა, ასევე, ოლაინეს ციხეს დაათვალიერებს. სამინისტროს დელეგაციის შემადგენლობაში არიან პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორი ზვიად მიხანაშვილი, პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი არსოშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ფანიაშვილი.

საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტის გათვალისწინებით, რაც  ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას გულისხმობს,  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ევროპულ სტანდარტებთან მაქსიმალური დაახლოვებაა. ამისთვის, სამინისტრო არაერთ ღონისძიებას ახორციელებს, მათ შორისაა ურთიერთობების გაღრმავება და მეგობარი ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში შემდგომი დანერგვის მიზნით.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge