png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

ინდოეთი საქართველოსთვის ჩაის წარმოების კუთხით გამოცდილების გაზიარებისთვის მზად არის

  • ეკონომიკა
  • 24.08.2016
  • 16:45
ინდოეთი საქართველოსთვის ჩაის წარმოების კუთხით გამოცდილების გაზიარებისთვის მზად არის

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე ინდოეთის მძიმე მრეწველობისა და სახელმწიფო საწარმოების სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში ჩაის წარმოების კუთხით შესაძლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ინდოეთის დელეგაციის წევრებს ბოლო წლებში საქართველოში სოფლის მეურნეობის ეფექტიანი განვითარებისთვისსოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული და განხორციელებული პროექტები გააცნო და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოსა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობაზე ისაუბრა.  იური ნოზაძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგში არსებულ საინვესტიციო პოტენციალზე და ამ კუთხით, ჩაის წარმოების განვითარების შესაძლებლობებზე. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ საქართველოსა და ინდოეთს შორის სამეცნიერო მიმართულებით შესაძლო თანამშრომლობის მნიშვნელობზეც ისაუბრა.

შეხვედრაზე ინდოეთის მძიმე მრეწველობისა და სახელმწიფო საწარმოების სამინისტროს წარმომადგენელმა, ბასკარ ჯიოტი მაჰანტამ აღნიშნა, რომ ინდოეთის მხარე ღიაა თანამშრომლობისთვის და მზად არის ქართულ მხარეს ჩაის წარმოების მიმართულებით გამოცდილება გაუზიაროს. ბასკარ ჯიოტი მაჰანტას განცხადებით, ინდოეთის მძიმე მრეწველობისა და სახელმწიფო საწარმოების სამინისტროს ქუდის ქვეშ გაერთიანებულია სახელმწიფო საწარმოები, რომლებიც  ჩაის მოყვანა-გადამუშავებისთვის საჭირო მანქანა-დანადგარებსა და აღჭურვილობასაწარმოებენ. სამინისტროს მფლობელობაშია ჩაის მწარმოებელი საწარმოც, რომელიც ყოველწლიურად 11 000 000 ტონამდე ჩაის ექსპორტს ახორციელებს მსოფლიოს მასშტაბით. შესაბამისად, არსებობს შესაძლებლობაარაერთი  მიმართულებით თანამშრომლობისდაწყებისა და გამოცდილების გაზიარების.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ინდოეთის მძიმე მრეწველობისა და სახელმწიფო საწარმოების სამინისტროს წარმომადგენლებისვიზიტის მიზანს ჩაის წარმოების კუთხით საქართველოშიარსებული გარემოსშესწავლა წარმოადგენს. ინდოეთის დელეგაციის წევრები სამეგრელოს, გურიისა და აჭარის რეგიონებში  ჩაის პლანტეციებს  დაათვალიერებენ და არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნობიან.

შეხვედრას სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი მარიანა მორგოშია, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარებისსააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge