png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

გიორგი კვირიკაშვილმა ხაშურელებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი–ვალერი გელაშვილი წარუდგინა

  • პოლიტიკა
  • 23.08.2016
  • 13:03
გიორგი კვირიკაშვილმა ხაშურელებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი–ვალერი გელაშვილი წარუდგინა

ხაშურმა უნდა დაიბრუნოს ის ლოჯისტიკური, სატრანზიტო ფუნქცია, რომელიც მას ყოველთვის გააჩნდა და ამით განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინოს  ქვეყნის ეკონომიკურ აღმასვლაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა  ხაშურში, მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
გიორგი კვირიკაშვილმა ხაშურელებს პარტია „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი–ვალერი გელაშვილი წარუდგინა და ქვეყნის განვითარების სამომავლო გეგმა გააცნო.
მისი თქმით, მომავალი ოთხი წელი სწრაფი და ფუნდამენტური ცვლილებების პერიოდი იქნება.
„ჩვენ არ გვაქვს ნაპრალი მოსახლეობასთან, ჩვენ ისეთივე რიგითი ადამიანები ვართ, როგორც  თითოეული თქვენგანი, ამიტომ ჩვენ კარგადვაფასებთ ყველაფერს, რაც კეთდება ამ ქვეყანაში. ჩვენ დიდი პასუხისმგებლობით ვაპირებთ მომავალი 4 წლის გავლას და სრაფი ნაბიჯებით,მნიშვნელოვანი, ფუნდამენტური ცვლილებებით ეკონომიკაში,  განათლების სისტემაში, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციით...მომავალი 4 წლის განმავლობაში 5 მილიარდ დოლარზე მეტი უნდა დაიხარჯოს დამატებით, ვიდრე დღეს ხმარდება ინფრასტრუქტურას.  ჩვენ ამას გავაკეთებთ, ეს არის შესაძლებელი და ამის კონკრეტული გეგმა გაგვაჩნია. არჩევნების მეორე დღიდანვე ჩვენ დავიწყებთ ამ გეგმის განხორციელებას," – აღნიშნა პრემიერმა.
პარტიის თავმჯდომარემ  წინასაარჩევნო პროცესის თავისუფალ და ღია გარემოში მიმდინარეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ„ქართული ოცნების" მთავარი პრიორიტეტი  მოქალაქეების ღირსება და თავისუფლებაა.
„თქვენ ძალიან კარგად იცით რაც ხდებოდა ხაშურში 2012 წელს. ბატონმა ვალერი გელაშვილმა საკუთარ თავზე იწვნია უსამართლობა, სახელმწიფო აპარატის წნეხი და ფიზიკური განადგურების საფრთხის წინაშეც იდგა. მან ძალიან კარგად იცის, რა არის ადამიანის  ღირსება დავაჟკაცობა და სწორედ  ის კაცია, რომელიც ვაჟკაცურად დაუდგა იმ უსამართლობას, რასაც ადგილი ჰქონდა ჩვენს ქვეყანაში,"–განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილმა ხაშურელებს „ქართული ოცნების" მხარდაჭერისკენ მოუწოდა და იმედი გამოთქვა, რომ საზოგადოების კონსოლიდაციით, 4 წლის თავზე თვისობრივად ახალ ქვეყანას მივიღებთ.

ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ვალერი გელაშვილმა სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრსა და „ქართული ოცნების"გუნდს გამოცხადებული ნდობისა და მისი კანდიდატურის წარდგენისთვის მადლობა გადაუხადა.
„ხაშურში უკვე მეოთხედ ვიყრი კენჭს. სამჯერ, თქვენთან ერთად, ბრძოლით, გავიმარჯვეთ უსამართლობის წინააღმდეგ. მეოთხედაც ჩვენ, „ქართულ ოცნებასთან" ერთად, ქვეყანაში არსებული სამართლიანი არჩევნების პირობებში, აუცილებლად გავიმარჯვებთ. ამ ოთხი წლის განმავლობაში ხელისუფლებასთან ერთად შევეცდები მაქსიმალურად შევქმნათ სამუშაო ადგილები, რათა ყველა ოჯახში შევიდესკეთილდღეობა. ყველას უღრმეს მადლობას გიხდით აქ მობრძანებისთვის. ჩვენ 8 ოქტომბერს გამარჯვებას ვიზეიმებთ", - განაცხადა ვალერი გელაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge