png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

"ხალხმა უნდა იცოდეს ყველა პოლიტიკოსის წარსული" - ირაკლი ღლონტი

  • პოლიტიკა
  • 22.08.2016
  • 17:00
"ხალხმა უნდა იცოდეს ყველა პოლიტიკოსის წარსული" - ირაკლი ღლონტი
ირაკლი ღლონტი ქრონიკა+-ის რედაქტორის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ პოლიტიკოსების ლუსტრაცია საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია. ღლონტი აღნიშნავს, რომ მედიას განსაკუთრებული როლი აქვს პოლიტიკოსების წარმოჩენისთვის, თუმცა წლების წინ გადაღებული კადრები მისთვის საკმარისი არაა ივარაუდოს, რომ პაატა ბურჭულაძე კრიმინალური ავტორიტეტის ზეგავლენის ქვეშ იმყოფება.
"ლუსტრაცია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და წლების მანძილზე ვამბობ, ხალხმა უნდა იცოდეს ყველა პოლიტიკოსის წარსულის შესახებ ცნობები. მივესალმები მედიის განსაკუთრებულ ყურადღებას და როგორც რიგითი მოქალაქე მადლობას ვუხდი ყველა იმ ჟურნალისტს, ვინც დგას ქართული სახელმწიფოს ინტერესების სადარაჯოზე.
მასალა, რომელიც ქალბატონმა ელისო კილაძემ გაავრცელა ჩემი აზრით ემსახურება სწორედ ლუსტრაციას, ეს არის მედიის ფუნქციაც, რომ მოსახლეობა ჩადგეს საქმის კურსში და უფრო მეტი ანალიზი გააკეთონ იქამდე, ვიდრე ლეგიტიმაციას მიანიჭებენ ამა თუ იმ პოლიტიკურ სუბიექტს. ეს მხოლოდ მისალმებას და მადლიერებას იმსახურებს საზოგადოების მხრიდან.
აქვე მსურს აღვნიშნო, რომ 20 წლის წინათ გადაღებული ნათლობის ამსახველი ვიდეო ჩანაწერი პირადად მე არ მეუბნება იმას, რომ პაატა ბურჭულაძე კრიმინალური ავტორიტეტის ტარიელ ონიანის ზეგავლენის ქვეშ იმყოფება, უფრო მეტიც, პირადად მე გავიზარდე უბანში, სადაც თითქმის ყველა მეორე მოსახლე მეზობლის სახლში 1 კრიმინალური ავტორიტეტი ცხოვრობდა და მოგვწონდა თუ არა ეს ისინი იყვნენ ჩვენი მეზობლები, ვხვდებოდით ყოველდღიურად, ვესალმებოდით და გვიწევდა თანაცხოვრება. ეს იყო იმდროინდელი მწარე რეალობა.
სწორედ, რომ კარგად ვიცნობ ამ ,,სამყაროს'' წარმომადგენლებს, აქედან გამომდინარეა ჩემი საყოველთაოდ ცნობილი უკომპრომისო და შეურიგებელი პოზიცია კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლების მიმართ. ხაზს ვუსვამ ე.წ. ,,კანონიერ ქურდებს'', რომელთა სამყოფელად არ მემეტება ჩვენი ქვეყანა.
იმედი მაქვს ყველა პოლიტიკური სუბიექტი ბოლომდე ვიქნებით გამიჯნული კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებისგან და ერთად ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ საქართველო იქცეს მეცნიერების, ხელოვნების, გამომგონებლების, პროფესიონალების, სპორტსმენების ქვეყანა !
დღეს ყველაზე მეტი პრეტენზია მე მაქვს ხელისუფლების მიმართ, რომელიც პირველი ლობისტია კრიმინალური სამყაროს წევრების, მათ შორის იმ კანონიერი ქურდების, რომლებიც ექსტრადაციის შემდეგ უგზო–უკვლოდ ქრებიან საქართველოს აეროპორტიდან." - აცხადებს ირაკლი ღლონტი.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge