png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

პრემიერ-მინისტრი რძის პროდუქტების საწარმოში იმყოფებოდა

  • პოლიტიკა
  • 22.08.2016
  • 16:58
პრემიერ-მინისტრი რძის პროდუქტების საწარმოში იმყოფებოდა

თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი რძის პროდუქტების საწარმო ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლოში, - „ახალი მესხეთი", რომელიც სახელმწიფო პროგრამა შეღავათიანი აგროკრედიტის" ფარგლებში შეიქმნა, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დაათვალიერა.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ასეთი საწარმოები უნდა გახდეს მაგალითი რეგიონში სხვა მეწარმეებისთვის, ვინაიდან დღეს სახელმწიფოს მხრიდან არის ყველანაირი ინსტრუმენტი, რათა ხელი შეეწყოს ახალი საწარმოების მშენებლობას.

პრემიერმა აღნიშნა, რომ მსგავსი საწარმოს არსებობა მესხეთში, განსაკუთრებით სუფთა ეკოლოგიური პირობების გათვალისწინებით, ძალიან მნიშვნელოვანია.

საწარმო დღეში 12 ტონამდე ადგილობრივ ნატურალურ რძეს იბარებს გადასამუშავებლად და ევროპული სტანდარტების მიხედვით უშვებს ყველის პროდუქციას, რომელიც, მთელი საქართველოს მასშტაბით, სუპერმარკეტებში იყიდება. საწარმოს შემქმნელები, სამომავლოდ ექსპორტზე ორიენტირებასაც გეგმავენ.

„ვფიქრობთ, ძალიან კარგია, რომ „შეღავათიანი აგროკრედიტის" ორი ტრანშით ყველაზე თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო შეიქმნა, სადაც დასაქმებულია ათეულობით ადამიანი. საწარმო ადგილობრივ პროდუქციას იბარებს. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ირიბად, ამ საწარმოთი უკვე ასეულობით ადამიანი სარგებლობს, ვინაიდან ისინი ადგილობრივი რძის პროდუქციის რეალიზაციას ახდენენ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საწარმოს პირველადი ინვესტიცია 120 000 აშშ დოლარს შეადგენს, საიდანაც 60 000 აშშ დოლარი „ახალმა მესხეთმა" „შეღავათიანი აგროკრედიტის" ფარგლებში მიიღო. 2015 წელს კი, ბენეფიციარმა, დამატებით 140 000 აშშ დოლარის ოდენობის შეღავათიანი სესხი მიიღო, რითაც საწარმოოსიმძლავრეები გააფართოვა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge