png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

ენმ თედო კობახიძის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებზე გამოძიების დაწყებას ითხოვს

  • პოლიტიკა
  • 22.08.2016
  • 11:36
ენმ თედო კობახიძის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებზე გამოძიების დაწყებას ითხოვს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" თბილისის საკრებულოს წევრ თედო კობახიძის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებზე გამოძიების დაწყებას ითხოვს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ენმ-ის ტყიბულისა და თერჯოლის გაერთიანებულ ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ოთარ კახიძემ განაცხადა, თედო კობახიძეს საადვოკატო საქმიანობის უფლება არ აქვს, თუმცა შემოვლითი გზით ამ საქმიანობას დის გავლენის გამოყენებით მაინც ეწევა.

„მინდა გამოვეხმაურო პარლამენტის ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძის ძმის, თედო კობახიძის ირგვლივ არსებულ სკანდალს. იმის ნაცვლად, რომ ამ 4 წლის განმავლობაში ქართულ ოცნებას მოქალაქეების დასაქმებასა და სიღარიბის დაძლევაზე ეზრუნა, მათ ერთადერთი მიზანს ბიუჯეტის რესურსების მოხვეჭა  წარმოადგენს. დაამკვიდრეს აქამდე გაუგონარი პრაქტიკა - ახლობლების, ნათესავების და მეგობრების დასაქმება სამსახურებში და შემდგომ მათი ხელფასების წილებში ჩაჯდომა.

ეს არის აბსოლუტურად გაუგონარი რამ, ამან ტენდენციური ხასიათი მიიღო და კარგია, რომ ჩვენ ამას 8 ოქტომბერს დავასრულებთ. მინდა დავამატო ისიც, რომ ცალკე შემაშფოთებელია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის ძმა იყენებს საკუთარ ზეგავლენას იმისთვის, რომ სხვადასხვა პირებს გაუფორმდეთ საპროცესო შეთანხმება და ამაში იღებს თანხას.

თუკი პროკურატურა თავად არის ჩართული ამ სქემაში, ექვემდებარება პოლიტიკურ ზეგავლენას და პოლიტიკოსებთან გარიგებაში აფორმებს საპროცესო შეთანხმებებს, ჩვენ ობიექტური გამოძიების იმედი ვერ გვექმნება. 47 დღე დარჩა იქამდე, როცა საქართველოს მოქალაქეები წერტილს დაუსვამენ ხელფასების წილებში ჩაჯდომას და ჩვენ ერთად წავიყვანთ საქართველოს წინ. თუკი შოთაძე და კობახიძე ერთად აგვარებენ ამ საქმეებს, რისი იმედი უნდა გვქონდეს არ ვიცი. მანანა კობახიძის ძმა რომ ამას აკეთებს, წარმოიდგინეთ, რას აკეთედბენ მინისტრები და ის ადამიანები, ვისაც მანანა კობახიძეზე მეტი პოლიტიკური წონა აქვს“, - განაცხადა კახიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge