png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

''ირაკლი ალსანია - თავისუფალი დემოკრატების'' აღმასრულებელმა მდივანმა თამარ კეკენაძემ სააპელაციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა

  • პოლიტიკა
  • 19.08.2016
  • 16:55
''ირაკლი ალსანია - თავისუფალი დემოკრატების'' აღმასრულებელმა მდივანმა თამარ კეკენაძემ სააპელაციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა

''ირაკლი ალსანია - თავისუფალი დემოკრატების'' აღმასრულებელმა მდივანმა თამარ კეკენაძემ სააპელაციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. სარჩელის შინაარსი უცველელია და უკავშირდება 5 აგვისტოს ,,თავისუფალი დემოკრატების" მიერ 12 სხვა ოპოზიციურ ძალასთან ერთად საქალაქო სასამართლოში რეკლამის შესყიდვის წესის შესახებ  შეტანილ სარჩელს. სარჩელი ორი ძირითადი ნაწილისაგან შედგებოდა: ერთის მხრივ მოთხოვნა იყო იმ ნორმების გაუქმება, რის მიხედვითაც ახლებურად დარეგულირდა პოლიტიკური რეკლამის შესყიდვის წესი და მეორე მხრივ თავისუფალი დემოკრატები მოითხოვდნენ სარჩელის უზრუნველსაყოფად ამ აქტის მოქმედების შეჩერებას.  

სასამართლომ სარჩელი მიიღო წარმოებაში, თუმცა მეორე მოთხოვნა - შეჩერებულიყო ამ აქტის მოქმედება სარჩელის უზრუნველსაყოფად არ იქნა დაკმაყოფილებული. ამ გარემოების გათვალისწინებით თამარ კეკენაძემ შეიტანა სარჩელი ახლა უკვე სააპელაციო სასამართლოში მოთხოვნით - შეჩერდეს აქტის მოქმედება სარჩელის უზრუნველსაყოფად.

,,თავისუფალი დემოკრატების" აღმასრულებელი მდივნის, თამარ კეკენაძის აზრით ასეთი უხეში რეგულაციები სარეკლამო დროის შესყიდვასთან დაკავშირებით საარჩევნო გარემოზე უარყოფითად აისახება. ,,დიდია ალბათობა ეს ყოფილიყო შეგნებული და გამიზნული ნაბიჯი იმისათვის, რომ პარტიებს შეგვეზღუდოს თავისუფლად  განვახორციელოთ  კანონიერი უფლება ვიმოქმედოთ ისე,  როგორც საჭიროდ ჩავთვლით რეკლამის მიმწოდებლებთან მიმართებაში. ამასთანავე, აუდიტს არ აქვს უფლება რაიმე სახით ჩაერიოს პარტიასა და კერძო სუბიექტს შორის ურთიერთობაში და განსაზღვროსრეკლამის შესყიდვის წესი, რადგან აღნიშნული მდგომარეობა პარტიებს აყენებს არათანაბარ მდგომარეობაში ხელისუფლების პოლიტიკურ ძალასთან", - განაცხადა თამარ კეკენაძემ. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge