png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

საოლქო საარჩევნო კომისიები გადაქცეული არიან პარტია "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბების დანამატად და ნოტარიალურ კანტორად - გიორგი ცაგარეიშვილი

  • პოლიტიკა
  • 19.08.2016
  • 12:31
საოლქო საარჩევნო კომისიები გადაქცეული არიან პარტია "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბების დანამატად და ნოტარიალურ კანტორად - გიორგი ცაგარეიშვილი

"საოლქო საარჩევნო კომისიები გადაქცეული არიან პარტია "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბების დანამატად და ნოტარიალურკანტორად",- ამის შესახებ ''ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების'' საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ცაგარეიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე  განაცხადა.

საოლქო საარჩევნო კომისიები გადაქცეული არიან პარტია ''ქართული ოცნების'' საარჩევნო შტაბების დანამატად და ნოტარიალურ კანტორად, რადგანაც ქართული ოცნების ადგილობრივი საარჩევნო შტაბების მიერ წარმოდგენილი  სიების  შესაბამისად აპირებენ  საარჩევნო  უბნების  დაკომპლექტებას.

საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ცაგარეიშვილმა ხელისუფლება საარჩევნო ადმინისტრაციის რესურსის გამოყენების მცდელობაში დაადანაშაულა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოუწოდა არ დაუშვან და წინ აღუდგნენ  საარჩევნო უბნების დაკომპლექტებას ''ქართული ოცნების'' აქტივისტებით.

''გუშინ  დამთავრდა საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შესარჩევი კონკურსი. ჩვენ გვაქვსინფორმაცია, რომ უკვე წინასწარ ცნობილია კონკურსში გამარჯვებულთა ვინაობა და უფრო მეტიც, წინასწარ ცნობილია საუბნოსააარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ (თავმჯდომარე, მდივანი, მოადგილე) პირთა ვინაობა, რასაც ზოგ შემთხვევაში ეგრეთ წოდებულკონკურსში მონაწილე ხელისუფლების  მიერ  შერჩეული  კანდიდატებიც არ მალავენ  და  ღიად  საუბრობენ.

საოლქო საარჩევნო კომისიები გადაქცეული არიან პარტია "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბების დანამატად და ნოტარიალურ კანტორად, რადგანაც "ქართული ოცნების" ადგილობრივი საარჩევნო შტაბების მიერ წარმოდგენილი  სიების  შესაბამისად აპირებენ საარჩევნო  უბნების  დაკომპლექტებას. ქართული ოცნება ყველაფერში ბაძავს ნაციონალურ მოძრაობას და  აგრძელებს მის სტილშიმუშაობას.

მინდა შეგახსენოთ, თუ როგორ მოხდა საოლქო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება ამ  რამოდენიმე თვის უკან, რასაც  მოყვაპარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების და საზოგადოების უარყოფითი გამოხმაურება,  როდესაც ყველა ვაკანტურ ადგილზეაირჩა ქართული ოცნების აქტივისტები, რომ საოლქო კომისიაში ჰყოლოდათ ისეთი უმრავლესობა, როგორიც  შემდგომში მათმისცემდა   საარჩევნო უბნების მათი კარნახით დაკომპლექტების  საშუალებას,  რასაც წარმატებით ახორციელებენ.

ხელისუფლება ცდილობს გამოიყენეოს არა მარტო ადმინისტრაციული რესურსი, არამედ საარჩევნო ადმინისტრაციის რესურსიცწარმატების მისაღწევად.

მივმართავ თხოვნით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და მოვუწოდებ, რომ არ დაუშვან და წინ აღუდგნენ  საარჩევნო უბნებისდაკომპლექტებას ქართული ოცნების აქტივისტებით, რაც გამოიწვევს არჩევნებში ჩართული ყველა მხარის უნდობლობას, აზიანებსსაარჩევნო გარემოს და მთლიანად  ქვეყანას.

მივმართავ ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს, არჩევნებზე რეგისტრირებულ სადამკვირვებლო მისიებს და  მედია საშუალებებისწარმომადგენლებს,  განახორციელონ დაკვირვება და მონიტორინგი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევაზე და მისდაკომპლექტებაზე'', - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge