png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

აჭარას კიდევ ერთი, ახალი ტურისტული ადგილი შეემატა

  • ეკონომიკა
  • 19.08.2016
  • 10:31
 აჭარას კიდევ ერთი, ახალი ტურისტული ადგილი შეემატა

აჭარას ახალი ტურისტული ადგილი - აგროსერვის ცენტრის ღვინის სახლი შეემატა.  ობიექტზე, რომელიც ქობულეთში ქალაქიდან 10 წუთის სავალზე მდებარეობს სტუმრებს საშუალება აქვთ გაეცნონ, ადგილზე დააგემოვნონ და შეიძინონ საქართველოში წარმოებული სხვადასხვა სახის ღვინო. ღვინის სახლის სერვისებში შედის ტური ღვინის სახლი გვერდით მდებარე ხეხილისა და ვაზის სანერგე მეურნეობაში, ასევე ღვინის დაყენების ტექნოლოგიების გაცნობა, ღვინის დეგუსტაცია დ შეძენა.

ღვინის სახლის სერვისებისა გაცნობისა და პოპულარიზაციის მიზნით ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოსა და აგროსერვის ცენტრის ორგანიზებით ტურისტული სააგენტოებისა და სასტუმროების წარმომადგენლებისთვის ტურისტულ ობიექტზე ინფოტური მოეწყო. შეხვედრისას ტუროპერატორებს ღვინის სახლის ხელმძღვანელობამ ორმხრივი თანამშრომლობის პირობებისა და რეგიონში აგროტურიზმის განვითარების მნიშვნელობაზე ესაუბრა.

ღვინის სახლში ტურისტებისთვის მრალავფეროვანი, საინტერესო და მიმზიდველი ინტერიერის შექმნის თვალსაზრისით ღვინისა და მასთან დაკავშირებული რეწვის ნიმუშების საგამოფენო დარბაზი, ენოთეკა და ეთნოგრაფიული კუთხეა განთავსებული.  იქვე მოწყობილ სამუზეუმო კუთხეში ხიხანის ციხეზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალისა და ნივთების გაცნობა-დათვალიერებაა შესაძლებელი. სახლის საგამოფენო სივრცეში კი ღვინოსთან ერთად სტუმრებს საქართველოში წარმოებული პროდუქტები და სუვენირების დათვალიერება-შეძენა შეუძლიათ.  ობიექტზე სამომავლოდ სხვადასხვა სახლის ფესტივალების გამართვა იგეგმება, რომელიც სტიმულირებას მისცემს აგროსასურსათო პროდუქციის მწარმოებლებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge