png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

გოცირიძე: საქართველოს ეკონომიკაში წარმოქმნილი ნეგატიური ტენდენციები კვლავ შენარჩუნებულია

  • პოლიტიკა
  • 17.08.2016
  • 12:18
გოცირიძე: საქართველოს ეკონომიკაში წარმოქმნილი ნეგატიური ტენდენციები კვლავ შენარჩუნებულია

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელ რომან გოცირიძის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკაში წარმოქმნილი ნეგატიური ტენდენციები კვლავ შენარჩუნებულია.

„სუსტი ეკონომიკური ზრდა, ბიუჯეტის არათანაბარზომიერი შესრულება, ფისკალური და მონეტარული არასტაბილურობა, ექსპორტის კლება და სავაჭრო  ბალანსის დეფიციტის ზრდა, ინვესტიციების  კლება, უმუშევრობა, სიღარიბე    - კვლავ  ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მთავარ პრობლემად რჩება. ამ  და მრავალი სხვა პრობლემის მიზეზი მთავრობის მიერ წარმოებულ არასწორ ეკონომიკური პოლიტიკაში უნდა ვეძებოთ.
ხელისუფლებამ თავისი საქმიანობის ოთხწლიანი ციკლი ისე დაამთავრა, რომ მას  ქაღალდზე გადატანილი პროგრამა და სამოქმედო გეგმა არ ჰქონია.  2020 წლამდე საქართველოს განვითარების პროგრამად წოდებული დოკუმენტი, გამოქვეყნებისთანავე მკვდრადშობილ მასალად იქცა ლარის დევალვაციისა და სხვა მიზეზების გამო. მთავრობის შემდგომი ნაბიჯები პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდიოდა მის მიერვე დამტკიცებულ  ამ პროგრამასთან.

კვლავ მძიმე მდგომარეობაა საგარეო ვაჭრობის სფეროში, რომელზეც მნიშვნელოვნადაა ლარის სტაბილურობა დამოკიდებული. 2016 წლის იანვარ-ივლისში, ექსპორტი ( 1,1 მილიარდი აშშ დოლარი) კვლავ განაგრძობს კლებას და იგი 12%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის პერიოდთან. 

იმპორტი (5, 4 მილიარდი აშშ დოლარი), 25%-ითაა გაზრდილი. თუმცა, უფასოდ შემოტანილი „C“ ჰეპატიტის წამლების ღირებულების გარეშე, იმპორტის მოცულობა დაახლოებით იგივეა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდში", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge