png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

ბათუმის ბულვარსა და სანაპირო ზოლში აღდგენითი და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

  • საზოგადოება
  • 15.08.2016
  • 13:27
ბათუმის ბულვარსა და სანაპირო ზოლში აღდგენითი და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

ბულვარსა და სანაპირო ზოლის გასწვრივ სანდასუფთავების და სამაშველო სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. სამუშაოები ამ წუთებშიც გრძელდება. გატანილია დამტვრეული ხეები. ამ დრომდე მიმდინარეობს ხელვაჩაურის ტერიტორიაზე ძლიერი ქარისგან დაზიანებული სახურავების დროებითი გადახურვის სამუშაოები. დაწყებულია სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა. რამდენიმე საათიანი გადაუღებელი წვიმისა და ზღვაში წარმოქმნილი შტორმის შედეგად ზიანი როგორც ქალაქის ტერიტორიას, ასევე სანაპირო ზოლსაც მიადგა.

შტორმმა ბათუმის ახალ ბულვარში დაახლოებით 300-დან 500 მ. მანძილზე პრომინადი დააზიანა. ჩამოშლილია საფეხმავლო ბილიკის ნაწილი, წაღებულია რამდენიმე სკამი, წაიქცა გარე განათების რამდენიმე ბოძი, რომლებიც დილით საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ნაპირზე ამოიტანეს. ბოძები უახლოეს დღეებში დაუბრუნდება თავის ადგილს.  გუშინდელი ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა ე.წ „ჭაობის“ დასახლების რამდენიმე ქუჩაზე სააცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით შპს ,,ბათუმის წყლის” ყველა მობილური ჯგუფი მობილიზებული იყო და მიმდინარეობდა ქუჩებისა და სანიაღვრე არხების გაწმენდითი და ამოტუმბვითი სამუშაოები. ეზოებიდან წყლის ამოტუმბვა წვიმის გადაღებისთანავე მოხდა.

დილიდან ყველა კოლექტორი ჩვეულ რიტმში მუშაობს და გაწმენდილია ზღვაში ჩამავალი არხებიც. მოსახლეობას შეუფერხებლად მიეწოდება წყალი, ბუნებრივი აირი და დენი. როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ განაცხადა, სანაპირო ზოლის გამაგრებასთან დაკავშირებით სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. „მინდა აღვნიშნო, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდის ბიუჯეტში გათვალისწინებულია და ოქტომბრის თვის ბოლოსთვის დაიწყება გამაგრებითი სამუშაოები. ამ პროექტისთვის 12 მლ. ევრომდე დაიხარჯება. მოეწყობა 2 კმ სანაპირო ზოლი.“

ბათუმის სანაპიროებზე შენარჩუნებულია წითელი ალმები,  რაც იმას ნიშნავს, რომ ზღვაზე ბანაობა აკრძალულია. ბათუმის სანაპიროებზე 3-4 ბალიანი შტორმი ფიქსირდება. საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ საღამოს ღელვა 2 ბალამდე დაიკლებს. შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშრებით ბათუმის მერიაში, შ.პ.ს. „ბათუმის წყალსა“ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში მუშაობს ცხელი ხაზი. უამინდობისა და შტორმისგან მიყენებული ზარალის ოდენობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge