png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

ქვეყანაში ბრუცელოზის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

  • საზოგადოება
  • 13.08.2016
  • 11:59
ქვეყანაში ბრუცელოზის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაავადება  ბრუცელოზის საწინააღმდეგო უფასო პროფილაქტიკური ვაქცინაცია დაიწყო. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერით, აღნიშნული ღონისძიება საბჭოთა პერიოდის შემდეგ პირველად ტარდება. ცხოველების ვაქცინაცია პირველ ეტაპზე კახეთში, აჭარის რეგიონსა და თბილისის შემოგარენში მიმდინარეობს. ღონისძიებები ბრუცელოზის კონტროლის პროგრამის ფარგლებში სისხლის ნიმუშების კვლევის (სერომონიტორინგი) შედეგებზე დაყრდნობით, მაღლი რისკის ზონებში დაიგეგმა. ცხოველთა ვაქცინაციისას გამოიყენება ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) მიერ რეკომენდირებული მაღალი ხარისხის ვაქცინა. პროფილაქტიკური ვაქცინაცია ეტაპობრივად ჩატარდება სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლისა  და შიდა ქართლის რეგიონებში, სადაც  მსხვილფეხა პირუტყვის სისხლის ნიმუშების ლაბორატორიული კვლევა ამ დროისთვისაც მიმდინარეობს. შემდეგ კი, პროგრამის მიხედვით, მასობრივად, მთელი ქვეყნის მასშტაბით 3 წლის მანძილზე გაგრძელდება.   ღონისძიების დაგეგვმას წინ უძღოდა 2014 - 2016 წლებში ცხოველთა სერომონიტორინგი. აღნიშნულ პერიოდში  254,387 სული მსხვილფეხა პირუტყვის სისხლის ნიმუშია შესწავლილი.“ბრუცელოზთან ბრძოლის მიზნით, გაეროსა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ექსპერტების მონაწილეობით, შემუშავდა  გრძელვადიანი  სტრატეგია, რომელიც რიგ კომპლექსურ ღონისძიებებს ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ  სახელმწიფოს მიერ  ბრუცელოზის სადიაგნოსტიკო მასობრივი  კველევები და ვაქცინაცია პოსტსაბჭოთა პერიოდში  პირველად ხორციელდება. ღონისძიებები ხელს შეუწყობს დაავადების შემცირებას როგორც ცხოველებში, ასევე ადამიანებში, უზრუნველყოფს ცხოველური წარმოშობის სურსათის უვნებლობისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას“ - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა, რომელიც საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ბრუცელოზის ვაქცინაციის პროცესს დაესწრო.  ბრუცელოზის საწინააღმდეგო კამპანიის პარალელურად, სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს ცხოველთა პასპორტიზაციის პროგრამას. ვაქცინირებული პირუტყვის  მეპატრონეს ცხოველის საიდენტიფიკაციო დოკუმენტიც   გადაეცემა. ბრუცელოზი ქრონიკულად მიმდინარე  ინფექციური დაავადებაა, რომელიც დიდ ზიანს აყენებს მესაქონლეობას და საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. ბრუცელოზით ადამიანი ავადდება დაავადებული ცხოველისგან მიღებული აუდუღარი, ან არაპასტერიზებული რძის პროდუქტებით, ცხოველის მოვლისას უსაფრთხოების ზომების დაუცველობით. ცხოველებში დაავადება, ძირითადად, მიმდინარეობს უსიმპტომოდ, იშვიათად აღინიშნება: აბორტი, მომყოლის შეჩერება, გართულებული მშობიარობა. ადამიანებში დაავადება მიმდინარეობს შემდეგი სიმპტომებით: ცხელება, სისუსტე, ოფლიანობა, მადის დაქვეითება,  წონაში კლება, დეპრესია, უძილობა, სახსრების კუნთების და თავის  ტკივილი. ბრუცელოზი ასევე იწვევს უშვილობას. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ​

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge