png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

აფბა: „ქართულმა ოცნებამ“ ეკონომიკის საგარეო ვალით მართვის პრაქტიკაზე უარი თქვა

  • ეკონომიკა
  • 12.08.2016
  • 10:21
აფბა: „ქართულმა ოცნებამ“ ეკონომიკის საგარეო ვალით მართვის პრაქტიკაზე უარი თქვა

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია „აფბა“, აფასებს ქვეყნის საგარეო ვალის მონაცემებს და მის გავლენას ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე. ასოციაციის ანალიტიკოსის ანდრია გვიდიანის განცხადებით, მოქმედი ხელისუფლების პირობებში, მისი წინამორბედისგან განსხვავებით, საგარეო ვალის აღების კარდინალურად განსხვავებული პრაქტიკა არსებობს.

„წლების განმავლობაში, წინა ხელისუფლების დროს, ეკონომიკაში უცხოური ვალუტის შემოდინება ძირითადად,  საგარეო ვალის აღებით იყო დაკომპენსირებული. ეკონომიკური ზრდა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს იყო, დიდწილად, სწორედ საგარეო ვალის აღებით იყო განპირობებული. აღსანიშნავია, რომ 2010-2012 წლებში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 37%-ით გაიზარდა, როცა 2013-2015 წლებში მთლიანი საგარეო ვალის ზრდამ, მხოლოდ 13 პროცენტი შეადგინა. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, 2013-2015 წლებში არსებული საკმაოდ მძიმე ეკონომიკური რეალობა, როგორც რეგიონში, ისე მსოფლიოს მასშტაბით. აღნიშნული ტენდენციის ანალიზი, ნამდვილად  გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ მოქმედი ხელისუფლების პირობებში, ეკონომიკის საგარეო ვალის ხელოვნურად სტიმულირების ნაცვლად, რეალურად, ჯანსაღი ეკონომიკური პროცესების მეშვეობით ხდება ეკონომიკის განვითარება“, - აცხადებს „აფბას“ ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი.

გარდა საგარეო ვალის და ეკონომიკური ზრდის ურთიერთქმედებისა, „აფბას“  ანალიტიკოსი არ იზიარებს იმ მოსაზრებას, რომელიც საგარეო ვალის, მთლიან შიდა პროდუქტის მხოლოდ ამერიკული დოლარის ფასებში განხილვას უკავშირდება.

„აღსანიშნავია, რომ ანალიტიკოსების და პოლიტიკოსების ნაწილი, საგარეო ვალის განხილვის დროს, აპელირებენ იმაზე, რომ საგარეო ვალის წილი, მშპ-ს ამერიკული დოლარის ფასებთან მიმართებაში, პროცენტულად გაზრდილია. თუმცა, საკითხის მხოლოდ ამ ჭრილში განხილვა, ციფრებით მანიპულაციაა და ობიექტური განხილვისგან შორს დგას. რამდენადაც, მთლიანი სახელმწიფო ვალის აშშ დოლარის ფასებში მშპ-სთან მიმართებაში, ზრდა უმთავრესად გაცვლითი კურსის გაუფასურებით იყო გამოწვეული. ამას ამყარებს ისიც, რომ სტატისტიკის მონაცემებზე დაყრდნობით, როგორც მიმდინარე, ისე მუდმივ ფასებში, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი, განუხრელად იზრდება. გარდა ამისა, ასევე, მზარდია ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი მსყიდველობითი უნარის პარიტეტის (ე.წ. PPP) მიხედვითაც, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს კურსთა შორის სხვაობით გამოწვეულ პროცენტულ ცვლილებას“, - განაცხადა ანდრია გვიდიანმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge