png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

დედოფლისწყაროში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისი დაარბიეს

  • პოლიტიკა
  • 11.08.2016
  • 18:21
 დედოფლისწყაროში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისი დაარბიეს

დედოფლისწყაროში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისი დაარბიეს. ენმ-ის დედოფლისწყაროს მაჟორიტარი კანდიდატის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ოფისს ღამით საღებავები და ქვები ესროლეს.

„საღებავის და ქვების გამოყენებით ღამით, დედოფლისწყაროში თავს დაესხნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისს. როგორც ჩანს, პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი წარმატებით აგრძელებს ირაკლი ღარიბაშვილის ხაზს.

კორცხელი; პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება; საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა შანტაჟი; დეპუტატობის კანდიდატის ოფისის დარბევა ამის ნათელი დასტურია. ასეთი თავდასხმები, მხოლოდ გვაძლიერებს და ბრძოლის ჟინს გვმატებს. დღევანდელი ფაქტი სამწუხაროა იმით, რომ პარტიის ოფისი განთავსებულია ჩვენი თანამებრძოლის ნატო ქადაგიძის სახლში, რომელსაც ყავს მცირეწლოვანი შვილები. ეს შემთხვევა და მანამდე, ოფისის ტყვიებით დაცხრილვა მძიმე ფსიქოლოგიურ კვალს ტოვებს ბავშვებზე. ასეთია, გასაოცარი დემოკრატიის და თავისუფლად სუნთქვის შედეგები“.

ლევან ბეჟაშვილის თქმით, დედოფლისწყაროს მოსახლეობაზე შანტაჟსა და ძალადობას პირადად ღარიბაშვილის მამა და ვინმე „კაკაშა“ ახორციელებს.

„ამ რაიონის სამწუხარო ყოველდღიურობაა ხალხის დაშინება; ქუჩაში ადამიანებისთვის საქმის გარჩევები პოლიტიკური შეხედულებების გამო; მუქარა, რომ სამსახურიდან გაათავისუფლებენ ან სოციალურ დახმარებას გაუუქმებენ. ამ მუქარებს პირადად ღარიბაშვილის მამა და მათი მოურავი (ასე ეძახიან ადგილობრივები), ვინმე კაკაშა ახორციელებენ. შესაბამისად, ძალადობის მთავარი ორგანიზატორებიც ესენი არიან აწ უკვე კვირიკაშვილის დაკვეთით.

საზოგადოებას შევახსენებ, რომ დღევანდელ ფაქტამდე-რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს ღამით სახლის წინ დაუწვეს მანქანა; ცეცხლსასროლი იარაღით დაცხრილეს პარტიის ოფისი; პარტიის ადგილობრივი ლიდერების ზურა ყოჩიაშვილის და მამუკა ბაღაშვილის მიმართ ცრუ ბრალდებით უკვე მეორე წელია მიმდინარეობს გამოძიება და სასამართლო პროცესები და ა.შ.

ვეღარ ჩამოვთვლი რამდენი ფაქტია რიგითი აქტივისტების სამართალდამცავებთან დაბარების, "გასაუბრების", სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების, საჯაროდ ქუჩაში დევნის, მაგრამ გპირდებით, ამ ყველაფერს წერტილს დავუსვამთ 8 ოქტომბერს“.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge