png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

ბათუმში შინდისის გმირებს პატივი მიაგეს

  • საზოგადოება
  • 11.08.2016
  • 16:33
ბათუმში შინდისის გმირებს პატივი მიაგეს

დღეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ 2008 წლის 11 აგვისტოს, სოფელ შინდისთან დაღუპული გმირების ხსოვნას მიაგო პატივი. 
შინდისის გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება ბათუმში, შინდისის გმირების სახელობის სკვერში გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვისსამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, ბათუმის თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 
სკვერში რუსეთ-საქართველოს ომის ამსახველი ფოტომასალა იყო გამოფენილი. შინსდისთან დაღუპული 17 გმირის სახელზე პარკში სიმბოლურად 17 ნერგიდაირგო. 
2008 წლის 11 აგვისტოს, სოფელ შინდისის სარკინიგზო სადგურთან საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული რუსულმოტომსროლელ ასეულთან უთანასწორო ბრძოლაში ჩაება. ქართველი ჯარისკაცების მიმართულებით მტერი თითქმის ყველა სახის იარაღიდან ისროდა, მათშორის ტანკებიდან და რეაქტიული ცეცხლმტყორცნებიდან, მიუხედავად იმისა, რომ მოწინააღმდეგემ ორჯერ გამოიძახა დახმარება, ჩვიდმეტმა ქართველმამებრძოლმა მედგარი წინააღმდეგობა ბოლომდე გაწია და გმირულად დაიღუპა. 
,,ჩვენ დღეს აქ მოვედით, რათა პატივი მივაგოთ ჩვენს 17 გმირს, რომლებმაც თავისი სიცოცხლე შეწირეს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას და მომავალას.დარწმუნებული ვარ, ჩვენი მომავალი თაობა არ დაივიწყებს მათ სახელებს, მათ ხსოვნას. ისინი ყოველთვის იქნებიან ჩვენს გულებში" - აღნიშნა მთავრობისთვმჯდომარემ.
შინდისის გმირების სახელობის სკვერი ბათუმში მიმდინარე წლის აპრილში გაიხსნა. ევროსტანდარტების შესაბამისად მოწყობილი პარკი ოთხ ჰექტარზეაგაშენებული. აქვეა განთავსებული 150 მაყურებელზე გათვლილი სტადიონი, ადაპტირებული ატრაქციონები და პანდუსებიანი საპირფარეშო. გამწვანდა პარკის 7ათასი კვ.მ. ტერიტორია. პარკში განთავსებულია 90 საბაღე სკამი და სასმელი წყლის შადრევნები. პარკის მშენებლობისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან მილიონ 902ათასი ლარი დაიხარჯა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge