png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

კახა კახიშვილმა უნგრეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებები დაათვალიერა

  • საზოგადოება
  • 11.08.2016
  • 12:35
კახა კახიშვილმა უნგრეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებები დაათვალიერა

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა სამინისტროს დელეგაციასთან ერთად, უნგრეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებები  დაათვალიერა.

კახა კახიშვილი და სამინისტროს დელეგაცია უნგრეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ბუდაპეშტის წინასწარი დაკავების დაწესებულებასა და პალჰალმას ციხეს ესტუმრნენ. დაათვალიერეს მონიტორინგის ცენტრი, საიდანაც სასჯელაღსრულების დაწესებულების ვიდეომონიტორინგი ხორციელდება.  ადგილზე გაეცნენ მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა საცხოვრებელ პირობებსა  და   უნგრეთის პენიტენციური სისტემის მუშაობის სპეციფიკას. მხარეები გამოცდილების გაზიარებასა და  სხვადასხვა მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობაზეც  შეთანხმდნენ.

საქართველოს სასჯლაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დელეგაციამ უნგრელი კოლეგებისგან ამომწურავი ინფორმაცია მიიღო იმ სარეაბილიტაციო და დასაქმების პროგრამების შესახებ, რომლებიც დანერგილია უნგრეთის  პენიტენციურ დაწესებულებებში.  დელეგაციის წევრები, ასევე, გაეცნენ უნგრული მხარის გამოცდილებას პენიტენციური დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით, დაათვალიერეს დაწესებულებების ფერმერული მეურნეობები, სადაც მსჯავრდებულები არიან დასაქმებულნი.

ქართული დელეგაციის წევრებმა მასპინძლებს ბოლო წლებში საქართველოს პენიტენციურ სისტემაში გატარებული რეფორმების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

როგორც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა  აღნიშნა, სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის  პრიორიტეტულია სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარება და საუკეთესო პრაქტიკის საქართველოს პენიტენციურ სისტემაში დანერგვა. უნგრეთს მსჯავრდებულთა დასაქმების კუთხით მდიდარი გამოცდილება აქვს. გამომდინარე იქიდან, რომ მსჯავრდებულთა დასაქმება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და უწყება ამ მხრივ არაერთ პროექტს ახორციელებს, ქართული მხარე ამ კუთხით უნგრულ გამოცდილებას გაიზიარებს.

კახა კახიშვილი ბუდაპეშტს უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრის შანდორ პინტერის მიწვევით სტუმრობს.  უნგრეთში ვიზიტის მიზანი სისხლის სამართლის მართლმსაჯულების, მათ შორის პენიტენციისა და პრობაციის სფეროებში მიმდინარე და გატარებული რეფორმების, ასევე, დანერგილი სიახლეების შესახებ ინფორმაციის ურთიერთგაცვლა, გამოცდილების გაზიარება და თანამშრომლობის გაღრმავებაა. 

კახა კახიშვილმა საქართველოს პენიტენციურ სისტემაში არსებული ვითარების ადგილზე გაცნობის მიზნით, უნგრეთის ციხეების სამსახურის ხელმძღვანელი თბილისში მოიწვია. 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge