png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

გიორგი პაპუაშვილი განცხადებას ავრცელებს

  • პოლიტიკა
  • 09.08.2016
  • 18:25
გიორგი პაპუაშვილი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უკანასკნელ პერიოდში პოლიტიკური თანამდებობის პირების, ხელისუფლების წარმომადგენლების და სხვადასხვა პოლიტიკოსების, მათ შორის  მამუკა მდინარაძის მხრიდან არაერთგზის გაკეთდა განცხადება, რომელიც მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ ერთ-ერთ ბოლო გადაწყვეტილებას უკავშირდება. გამოითქვა მოსაზრება, რომ მოსამართლეთა ერთი ნაწილი მხარს უჭერდა სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას,  რაც გამოიწვევდა არჩევნების ჩაშლას (რასაც ე.წ „საკონსტიტუციო გადატრიალებაც“ კი დაარქვეს), ვინაიდან დროის მოკლე მონაკვეთში შეუძლებელი იქნებოდა საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა და საარჩევნო ოლქების ხელახალი ადმინისტრირება.

როგორც პაპუაშვილი წერს, "რჩება შთაბეჭდილება, რომ განცხადებების ავტორებს ან არ წაუკითხავთ გადაწყვეტილება, ან არ ესმით მისი შინაარსი, ან განზრახ ახდენენ გადაწყვეტილების არასწორ ინტერპრეტირებას საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით".

"უნდა აღინიშნოს, რომ საქმის გადაწყვეტაში მონაწილეობდა სულ 8 მოსამართლე და ისინი იყვნენ ერთსულოვანნი გადაწყვეტილების იმ ნაწილში, რომელიც შეეხებოდა პარლამენტის მიერ საარჩევნო ოლქების საზღვრების დადგენას და ერთხმად მიიჩნიეს, რომ ეს ნორმები შეესაბამებოდა კონსტიტუციას. ასეთ პირობებში, სასამართლო გადაწყვეტილებას თეორიულადაც კი არ შეეძლო გამოეწვია პარლამენტის მხრიდან საარჩევნო ოლქების ხელახლა მოწესრიგების საჭიროება და შესაბამისად არჩევნების ჩაშლა.

გადაწყვეტილების მიღებისას მოსამართლეთა ხმები ორად გაიყო მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც უკავშირდებოდა ცესკო-ს მიერ საარჩევნო ოლქების დადგენისას გამოყენებულ კრიტერიუმებს. განხილვაში მონაწილე მოსამართლეთა ნაწილს, რომელიც  სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებას უჭერდა მხარს, მიაჩნდა, რომ კანონმდებლობა არ შეიცავს საკმარისად ცხად კრიტერიუმებს, რომელიც ცესკო-ს შესაძლებლობას მისცემს საარჩევნო ოლქების საზღვრები კონსტიტუციის მოთხოვნათა შესაბამისად დაადგინოს. თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სარჩელი ამ ნაწილში დაკმაყოფილდებოდა, ის არ გამოიწვევდა ცესკო-ს მიერ საარჩევნო ოლქების თავიდან დადგენის პირდაპირ ვალდებულებას, ვინაიდან ცესკო-ს მიერ დადგენილი ოლქები გასაჩივრებული არ ყოფილა",-ნათქვამია გიორგი პაპუაშვილის განცხადებაში. 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge