png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

თამარ ამაშუკელი - მერია ვერ ხვდება , რომ პრობლემის მოგვარების ერთადერთი წყარო თავად არის

  • პოლიტიკა
  • 09.08.2016
  • 13:00
თამარ ამაშუკელი - მერია ვერ ხვდება , რომ პრობლემის მოგვარების ერთადერთი წყარო თავად არის

"ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების" წევრმა თამარ ამაშუკელმა პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა, სადაც მერის არაკომპეტენტურობასა და ქაოტურ მუშაობაზე, მის კულტურის სამინისტროსთან დისკომუნიკაციზე ისაუბრა:  ,,თბილისის მერია არის არაკომპეტენტური, არ არსებობს მისი კომუნიკაციაკულტურის სამინისტროსთან და პრობლემები რჩება მოუგვარებელი, ვკარგავთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, ინგრევა ქალაქი და ხალხი თბილისშიკვლავ უპასუხოდ რჩება".

''მთაწმინდის მოსახლეობამ  ,,თავისუფალ დემოკრატებს" მოგვმართა თხოვნით  გაგვერკვია რას აპირებს თბილისს მერია კონკრეტულ 4 ობიექტთანდაკავშირებით, მხედველობაშია ჩიკოვსკის  №10 , №12, თაბუკაშვილის № 42 , ზუბალაშვილის №42.

,,საპარლამენტო ფრაქციამ ,,თავისუფალი დემოკრატები" მერიას მიმართა წერილით, რომლის მიხედვითაც ვითხოვდით  პასუხს კონკრეტულ ოთხ ობიექტთანდაკავშირებით  არის თუ არა დაგეგმილი რაიმე აღდგენითი სამუშაოები. პასუხად მივიღეთ, რომ ჩვენს მიერ დასახელებული ოთხი ავარიული სახლი  აღდგენასარ ექვემდებარება და აქედან გამომდინარე არანაირი სახის სამუშაოები დაგეგმილი არ არის'', - განაცხადა თამარ ამაშუკელმა.

მერიის განცხადების შემდეგ თამარ ამაშუკელმა საკუთარი ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნა სტატუსი : თბილისი კარგავს კიდევ ოთხ კულტურული მემკვიდრეობისძეგლს. სტატუსს კულტურის ძეგლთა დაცვის სააგენტოს იურისტი თეა ონიანი გამოეხმაურა, რომელიც ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს ცრუ განგაშია. გთავაზობთკომენტარს უცვლელად: ,, მეგობრებო, ცრუ განგაშია. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ შეისწავლა აღნიშნულიობიექტების მდგომარეობა. სააგენტოს სპეციალისტებისა და ა(ა)იპ თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის დასკვნის თანახმად, უდავოა, რომ შენობებიავარიულია და საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.  ამასთან, ვინაიდან ობიექტის არსებული მდგომარეობა იძლევა მისი აღდგენის და/ანგამაგრების შესაძლებლობას და ამავდროულად, ობიექტს არ დაუკარგავს ის მახასიათებლები, რისთვისაც მას მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისსტატუსი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს სატრატეგიულ საკითხთასექციის მიერ, ობიექტებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სატატუსი არ მოეხსნა. ამავდროულად, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" საქართველოსკანონის 26-ე მუხლის თანახმად, „უძრავი ძეგლის ან მისი ნაწილის დაშლა დასაშვებია მხოლოდ ძეგლზე ამ კანონით დაშვებული სამუშაოების (რეკონსტრუქციის)ფარგლებში და ძეგლის აღდგენის პირობით იმ შემთხვევაში, თუ ამას მოითხოვს ძეგლის ინტერესები ან თუ ძეგლის არსებული მდგომარეობა საფრთხეს უქმნისადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას და არ არსებობს ამ საფრთხის თავიდან აცილების სხვა შესაძლებლობა.

ძეგლის უმძიმესი ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ეროვნულმა სააგენტომ მიმართა თხოვნით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, რათა მიიღონშესაბამისი ზომები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გადაუდებელი გამაგრებითი და ან სარეკონტრუქციო სამუშაოების განხორციელების მიზნით".

აღნიშნული თემით დაინტერესებული მედია შეეცადა გაერკვია დეტალები და მიმართა მთაწმინდის გამგეობას. გამგეობაში არსებობს ერთადერთი პასუხი, რომლისმიხედვითაც პასუხისმგებლობას ვერც მთაწმინდის გამგეობა იღებს საკუთარ თავზე. უცვლელად გთავაზობთ პასუხს მთაწმინდის გამგეობიდან:  "თუ მოსახლეობამოისურვებს, გამგეობა მათ ინვესტორის მოძიებაში დაეხმარება. მაგრამ შემდეგ ინვესტორმა მოსახლეობასთან ერთად უნდა იმუშაოს იმაზე, რომ ძეგლის სტატუსიმოუხსნას შენობას, რაც ძალიან იშვიათად ხდება. იმ შემთხვევაში, თუ საცხოვრებელი სახლი ავარიულობის  მეოთხე კატეგორიას განეკუთვნება და ადამიანებისსიცოცხლისთვის საშიშია, ამ შემთხვევაში ძეგლის სტატუსს უხსნიან. ეს მისამართი კი მეოთხე კატეგორიას არ ექვემდაბრება", -აცხადებენ გამგეობაში

მათივე განმარტებით,  ზუბალაშვილების №44 -ში მდებარე სახლს ისტორიული ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული და გამგეობა იქ სარემონტო სამუშაოებს ვერჩაატარებს.

''ყოველივე ზემოთქმულიდან ირკვევა, რომ ერთის მხრივ თბილისის მერია კვლავ იწონებს თავს საკუთარი არაკომპეტენტურობით, მეორე მხრივ არ არსებობს მისიკომუნიკაცია კულტურის სამინისტროსთან, მგონი საერთოდ არ ელაპარაკებიან ერთმანეთს.  საბოლოოდ მერია ვერ ხვდება , რომ პრობლემის მოგვარებისერთადერთი წყარო თავად არის და შედეგად ვკარგავთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, ინგრევა ქალაქი და ხალხი თბილისში კვლავ რჩევა უპასუხოდ'', -განაცხადა თამარ ამაშუკელმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge