png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

აჭარაში ზაფხულში ორი "სოციალური სახლის" მშენებლობა დასრულდება

  • ეკონომიკა
  • 09.08.2016
  • 12:28
აჭარაში ზაფხულში  ორი "სოციალური სახლის" მშენებლობა დასრულდება

თამარის დასახლებაში ახალი სოციალური სახლის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. საცხოვრებელი კომპლექსი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო დაკვეთით შენდება. 
პროექტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ზურაბ პატარაძეს და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს რამაზ ბოლქვაძეს შპს „დაგის“ დირექტორი ირაკლი ჭეიშვილმა მიაწოდა. 
სოციალური სახლი 10 სართულიანია. შენობაში 58 ბინა განთავსდა. მშენებლობის პროცესში კომპანიის განცხადებით ჯამში 400 ადამიანი დასაქმდა. პროექტის ღირებულება დაახლოებით 3 მილიონი ლარია. 
საცხოვრებელი სახლი უკვე აშენებეულია. დასკვნით ეტაპზეა გარე ფასადის მოწყობისა და ლიფტის მონტაჟის სამუშაოები. მიმდინარეობს ინტერიერის სამღებრო სამუშაოები. იწყება ეზოს კეთილმოწყობა,რაც საცხოვრებელი კორპუსის გარშემო ასფალტის საფარის დაგებას ითვალისწინებს. 
„სოციალური სახლის „მშენებლობა 2015 წლის ივლისში დაიწყო და 2016 წლის 31 აგვისტოს დასრულდება.

დასკვნით ეტაპზეა კიდევ ერთი სოციალური სახლის მშენებლობა დაბა ხულოში, ვაშლოვანის დასახლებაში. 
პროექტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ზურაბ პატარაძეს და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს რამაზ ბოლქვაძეს შპს „ალიგატორი 1“-ის დირექტორმა ჯემალ გორგაძემ მიაწოდა.
75 ბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო დაკვეთით შენდება. ტერიტორიაზე სულ სამი 6 სართულიანი შენობა განთავსდა.
ამ დროისთვის უკვე აშენებულია საცხოვრებელი სახლის შენობა,მოეწყო გარე ფასადი.ამ ეტაპზე კიბეების მოწესრიგების,შენობის საძირკველის ფილებით მოწყობისა და ინტერიერის სამღებრო სამუშაოები მიმდინარეობს. პარალელურად ეზოს კეთილმოწყობა ხორციელდება.სოციალური სახლის მშენებლობის აღნიშნულ სამუშაოებში ამ ეტაპზე 80 ადამიანია დასაქმებული. პროექტი ბიუჯეტიდან დაახლოებით 3,5 მლნ ლარით დაფინანსდა.

2013 წლიდან დღემდე 274 ოჯახს გადაეცა ბინა საკუთრებაში.

აშენდა:
• თამარის დასახლება 2 საცხოვრებელი სახლი (116 ბინა)
• ქედა 2 საცხოვრებელი სახლი (66 ბინა)
• ხელვაჩაური,კაპრეშუმი ორი 50 ბინიანი საცხოვრებელი სახლი 
• შუახევში 54 ბინიანი საცხოვრებელი სახლი

შენდება:
• 58 ბინიანი 1 საცხოვრებელი სახლი თამარის დასახლებაში
• 75 ბინიანი 1 საცხოვრებელი სახლი სოფელი ვაშლოვანში
• 23 ბინიანი 1 საცხოვრებელი სახლი ურეხში

მიმდინარე მშენებლობის ფარგლებში დამატებით 156 ბინა მოეწყობა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge