png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

გიგი წერეთელი: მოვუწოდებთ ხელისუფლებას დაანებოს თავი ხალხის მოტყუებას

  • პოლიტიკა
  • 09.08.2016
  • 12:10
გიგი წერეთელი: მოვუწოდებთ ხელისუფლებას დაანებოს თავი ხალხის მოტყუებას

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერისა და ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გიგი წერეთლის განცხადებით, მთავრობის პროგრამა, რომელიც პენსიონრების დასაქმებას შეეხება, მორიგი წინასაარჩევნო ტყუილია. 

„საქართველოს მთავრობამ კიდევ ერთი არარეალური და ტყუილი დაპირება გასცა. სრულიად ნათელია, რომ ეს  წინასაარჩევნოდ  ადამიანების შეცდომაში შეყვანას ემსახურება. ხელისუფლება მიეჩვია ტყუილების ლაპარაკს. ის არცერთ დადებულ დაპირებას არ ასრულებს და შესაბამისად, ე.წ პროგრამა - ,,ცხოვრება გრძელდება“, რომელსაც კარგი სათაური აქვს, შინაარსობრივად აბსოლუტურად არშესრულებადია.

სიმართლე კი ის არის, რომ საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანია დაუსაქმებელი და ამას ყველა კვლევა ადასტურებს.  მაშინ, როცა ხელისუფლებამ 4 წლის განმავლობაში ვერ შეძლო ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ახლა, არჩევნებამდე 2 თვით ადრე, ჩვენს ქვეყანაში არსებული 1 მლნ-მდე პენსიონერის დასაქმების დაპირების გაცემას არავინ დაიჯერებს. სამუშაო ადგილების ხელოვნურად შექმნა ვერ მოხერხდება, ამას ეკონომიკის განვითარება, ბიზნესის გააქტიურება და მეტი ინვესტიციები სჭირდება, ის რასაც სწორედ ჩვენ ვთავაზობთ მოსახლეობას ჩვენს პროგრამაში. თანაც, აქ აღსანიშნავია ისიც, რომ ასეთი ტიპის საგადასახადო შეღავათების დაწესება ვერ მოხერხდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე.

ჩვენი ეკონომიკური პროგრამით -  გადასახადების შემცირებით, ბიზნესის კეთების გაადვილებით,ბიუროკრატიული ხარჯების მილიარდამდე შემცირებით, ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლიდან პირველივე წელს დაახლოებით 45 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება, ბევრი ადამიანი იპოვის ახალ სამუშაო ადგილს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში და არ იქნება მხოლოდ სახელმწიფო სამსახურში მყოფთა იმედად, რისი მაგალითებიც დღეს ბევრი გვაქვს, როდესაც ამ ხელისუფლების პირობებში ძირითადად  ჩინოვნიკების ნათესავები საქმდებიან და ისიც სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებში, რაც ტვირთად აწევს სწორედ ჩვენს გადამხდელებს და ჩვენს საზოგადოებას“, აცხადებს გიგი წერეთელი.

მისივე განმარტებით, თუ ხელისუფლებას სურდა ამ ტიპის წახალისება, ეს შეიძლებოდა გაეკეთებინათ პენსიის გაზრდით.

„ჩვენ მთელი წლის განმავლობაში ვთავაზობდით ხელისუფლებას ბიუროკრატიული ხარჯები შეემცირებინა და პენსია 50 ლარით გაეზარდათ, თუმცა მათ ეს არ გააკეთეს. ჩვენ ვნახეთ, რომ სახელმწიფომ ისიც კი ვერ გააკეთა, რომ დაუბეგრავი მინიმუმი დაებრუნებინათყველაზე დაბალშემოსავლიანი ადამიანებისათვის. ამ პროგრამამ მხოლოდ ცოტა ხნით იმუშავა და შემდეგში გაჩერდა.

ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას დაანებოს თავი ხალხის მოტყუებას. ხელისუფლებაში ყოფნის 4 წლის მანძილზე მათ უამრავი დაპირება აქვთ გაცემული, რომელიც უნდა შეესრულებინათ - იაფი ფული, ტარიფების შემცირება, კრედიტებზე დახმარება, იპოთეკარების დახმარება და ა.შ, რომლებიც ქარმა წაიღო. ასეთივე ტყუილი დაპირებებებით აპირებს ხელისუფლება ამ არჩევნებში მოანწილეობას და ჩვენ ვთხოვთ საზოგადოებას, ნუ აყვებიან ამ ცრუ დაპირებებს და ნუ შევლენ შეცდომაში.

ერთიან ანციონალურ მოძრაობას აქვს მკაფიო გეგმა - საგადასახადო შეღავათები,  რომელიც საშუალებას მოგვცემს 2017 წელსვე შეიქმნას არანაკლებ  45 000 ახალი სამუშაო ადგილი, რაც ამდენივე ოჯახის, ანუ მინიმუმ 150 000 ადამიანის კეთილდღეობას გააუმჯობესებს. მეტი ფული მოსახლეობისკენ მიიმართება და  ნაკლები ჩინოვნიკებსა და ბიუროკრატიაზე; ზედმეტ რეგულაციებზე უარის თქმა; ბიზნესისა და ინვესტიციების დაცულობა;  2016 წლის ნოემბრიდან ჩვენ გავზრდით სახელმწიფო პენსიას 50 ლარით 230 ლარამდე. ეს ზრდა შეეხება როგორც ასაკით პენსიონერებს, ისე მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს; შესაბამისად, გაიზრდება ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პენსიაც; ჯანდაცვის სისტემა სოციალურად სამართლიანი გახდება და ნაცვლად იმისა, რომ ყველამ - ღარიბმაც და მდიდარმაც - ერთნაირად ისარგებლოს საბიუჯეტო თანხებით, როგორც ეს ამჟამად ხდება, შემოვიღებთ ჯანმრთელობის დაზღვევის გაუმჯობესებულ პაკეტებს ყველასთვის. ეს არის მცირედი ნაწილი იმ პროგრამისა, რომელსაც მოსახლეობას ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გამარჯვების შემთხვევაში პირდება და აბსოლუტურად რეალურია“, აცხადებს გიგი წერეთელი.

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge