png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

გიორგი მღებრიშვილი 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული შსს-ს თანამშრომლების ოჯახის წევრებს შეხვდა

  • საზოგადოება
  • 08.08.2016
  • 11:39
გიორგი მღებრიშვილი 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული შსს-ს თანამშრომლების ოჯახის წევრებს შეხვდა

გიორგი მღებრიშვილი 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული შსს-ს თანამშრომლების ოჯახის წევრებს შეხვდა შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული შს სამინისტროს 19 თანამშრომლის ოჯახის წევრებს შეხვდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ დაღუპულთა ოჯახები თბილისიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

შეხვედრის დაწყებამდე, გიორგი მღებრიშვილმა და შსს-ს დაღუპული თანამშრომლების ოჯახის წევრებმა სამინისტროს ეზოში, სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული შს სამინისტროს თანამშრომლების მემორიალი გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს.

შს მინისტრმა დაღუპული თანამშრომლების ოჯახის წევრებს მიმართა: „2008 წლის აგვისტოს ომს შს სამინისტროს გმირი თანამშრომლების სიცოცხლე შეეწირა.

საამაყო და დასაფასებელია თითოეული დაღუპული მებრძოლის ღვაწლი. სწორედ მათ მაგალითზე უნდა აღიზარდონ მომავალი თაობები. ჩვენ ყოველთვის პატივს მივაგებთ მათ მარადიულ ხსოვნას და ზურგს გავუმაგრებთ მათ ოჯახებს. თქვენ ეს იცით და გრძნობთ... და ეს ყოველთვის ასე იქნება!.. ვუყურებ ჩვენი გმირების შვილებს და არ მტოვებს განცდა იმისა, რომ ისინი ჩვენი ბიჭების მომავალია, ჩვენი საამაყო შთამომავლობა, რომლებიც ღირსეულად ატარებენ გმირი მამის შვილის საპატიო სახელს. ჩვენ კი, ჩვენი მხრიდან, მაქსიმალურად გვერდით დაგიდგებით. იცოდეთ, ყველა პოლიციელი თქვენი და თქვენი ოჯახის მეგობარია.

თითოეული პოლიციელი თქვენი ოჯახის წევრია. ყველაფერს გავაკეთებთ, მცირედით მაინც რომ შეგიმსუბუქოთ ის ტკივილი და ტვირთი, რაც თქვენს ოჯახებს ამ გმირების წასვლის შემდეგ დააწვა. ეს ბავშვები ჩვენი შვილები არიან“.

შს მინისტრმა დაღუპული პოლიციელის, გია რომელაშვილის იუბილარ შვილებს - 14 წლის თამარს და 25 წლის მარიამს დაბადების დღე მიულოცა, აგვისტოს ომში დაღუპული ყველა თანამშრომლის ოჯახის წევრებს კი ფულადი დახმარება და საჩუქრები გადასცა.

2008 წლის აგვისტოს ომის დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 თანამშრომელი დაიღუპა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge