png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

გიორგი მარგველაშვილმა კანადის გენერალური გუბერნატორი საქართველოში მოიწვია

  • პოლიტიკა
  • 05.08.2016
  • 14:03
გიორგი მარგველაშვილმა კანადის გენერალური გუბერნატორი საქართველოში მოიწვია

საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი რიო-დე-ჟანეიროში მსოფლიო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის ტომას ბახის სახელით გამართულ მიღებას დაესწრნენ, რომელიც  31-ე ზაფხულის ოლიმპიადის გახსნაზე დამსწრე სახელმწიფო ლიდერების პატივსაცემად გაიმართა. მიღების ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი კანადის გენერალურ გუბერნატორს დევიდ ჯონსტონს შეხვდა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. დევიდ ჯონსტონმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა კანადის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, ასევე გამოთქვა მზადყოფნა გააგრძელოს მხარდაჭერა ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.

გიორგი მარგველაშვილმა კანადელ კოლეგას მადლობა გადაუხადა უკვე გაწეული დახმარებისათვის და იმედი გამოთქვა, რომ სამომავლოდ, ქართულ-კანადური სამხედრო თანამშრომლობა კიდევ უფრო ინტენსიური გახდება და კანადური მხარე გაზრდის საკუთარ როლს საქართველოს შეიარაღებული ძალების NATO-ს სტანდარტებთან კიდევ უფრო დაახლოების პროცესში.

რეგიონული გამოწვევების, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის, უსაფრთხოების და საქართველოს ჩრდილოატლანტიკური მისწრაფებების გარდა, საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობასაც.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კანადის გენერალური გუბერნატორი დევიდ ჯონსტონი საქართველოში მოიწვია.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge