png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

პრეზიდენტი და პირველი ლედი ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე ქართველ სპორტსმენებს შეხვდნენ

  • საზოგადოება
  • 05.08.2016
  • 10:12
პრეზიდენტი და პირველი ლედი ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე ქართველ სპორტსმენებს შეხვდნენ

საქართველოს პრეზიდენტმა პირველ ლედისთან ერთად რიო-დე- ჟანეიროში ოლიმპიური სოფელი დაათვალიერა.  გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე ქართველ სპორტსმენებს შეხვდნენ და მომავალ ასპარეზობაზე წარმატებები უსურვეს.

თავის მხრივ, ქვეყნის პირველ პირს სპორტსმენებმა მხარდაჭერისთვის და ოლიმპიურ თამაშებზე დასწრებისთვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ მაქსიმუმს გააკეთებენ, რათა ქართველი გულშემატკივრების იმედები გაამართლონ.

"თქვენ ხედავთ, რომ რიოში უკვე აღიმართა საქართველოს დროშა, რაც ყველა ქართველს გულს გვიხარებს. ორმოცი სპორტსმენი ჩამოვიდა დღეს აქ და განწყობა მათში არის ძალიან შემართებითი. დარწმუნებული ვარ, რომ არა ერთხელ აიწევა აქ რიოში საქართველოს დროშა.

მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ქართველებს ვინც მუშაობენ რიოში, ესენი არიან სპორტსმენები, ექიმები, საორგანიზაციო ჯგუფი, ეს ხართ თქვენ ჟურნალისტები. მადლობა მინდა ვუთხრა საქართველოს მოქალაქეებს,  ვინც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან შეხედავს ჩვენს ოლიმპიელებს და მათთან ერთად იმღერებს საქართველოს ჰიმნს."- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილი, ოლიმპიურ სოფელში, ფრანგ კოლეგას ფრანსუა ოლანდს შეხვდა. ლიდერებმა ფრანგ და ქართველ სპორტსმენებს ოლიმპიურ თამაშებზე წარმატებები უსურვეს.

საქართველოს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ ოლიმპიელებთან შეხვედრის შემდეგ, ქართველ სპორტსმენებთან ერთად ოლიმპიურ სოფელში ისადილეს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge