png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

თბილისში სიმონ ხეჩინაშვილის მემორიალური დაფა გაიხსნა

  • საზოგადოება
  • 04.08.2016
  • 14:44
თბილისში სიმონ ხეჩინაშვილის მემორიალური დაფა გაიხსნა

 

თბილისში ცნობილი ქართველი ოტორინოლარინგოლოგის სიმონ ხეჩინაშვილის მემორიალური დაფა გაიხსნა. ექიმის საცხოვრებელი სახლის ფასადზე  მემორიალური დაფა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გახსნა. ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილეები ნინა ხატისკაცი  და გიგა ნიკოლეიშვილი, კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი ია მაქაცარია,  სიმონ ხეჩინაშვილის ოჯახის წევრები და ოტორინოლარინგოლოგთა ასოციაციის წევრები ესწრებოდნენ. დავით ნარმანიამ სტუმრებს  სიტყვით მიმართა და სიმონ ხეჩინაშვილის მოღვაწეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

თბილისის მერის თქმით,  სიმონ ხეჩინაშვილის ღვაწლი ქართული მედიცინის განვითარებაში ფასდაუდებელია. „იგი რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ემსახურებოდა ქართულ მედიცინას და ამ სფეროში დაგვიტოვა უმდიდრესი გამოკვლევები, საფუძველი ჩაუყარა არაერთ მიმართულებას.  იყო თბილისის საპატიო მოქალაქე. აღნიშნული მემორიალური დაფის გახსნა სწორედ ამ ღირსეული ადამიანის და მეცნიერის  სახელის უკვდავყოფას ემსახურება. თითოეული ჩვენგანის ვალია,  ასეთი ადამიანები ყოველთვის გავიხსენოთ,  ვიცოდეთ, რა ღვაწლი აქვთ მათ ჩვენი ქალაქის, ქვეყნის  წინაშე და დავაფასოთ, როგორც შეგვიძლია“- განაცხადა დავით ნარმანიამ.

სიმონ ხეჩინაშვილმა სრულიად ახალგაზრდამ, 1942 წლიდან დაიწყო  სამედიცინო და სამეცნიერო  მოღვაწეობა ოტორინოლარინგოლოგიისა და ნერვული სისტემის ფიზიოლოგიის სფეროში.  მის სახელს უკავშირდება სასმენი აპარატების დანერგვა საქართველოში. 1979-1988 წლებში იყო თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის რექტორი. იყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი და  სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. შესრულებული აქვს 180 სამეცნიერო ნაშრომი, აქედან 4 მონოგრაფია.  სიმონ ხეჩინაშვილი 2010 წელს გარდაიცვალა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge