png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

2.9% -იანი ეკონომიკური ზრდა განვითარებადი ქვეყნისთვის კატასტროფულად დაბალია

  • ეკონომიკა
  • 03.08.2016
  • 13:16
2.9% -იანი ეკონომიკური ზრდა განვითარებადი ქვეყნისთვის კატასტროფულად დაბალია

 

2016 წლის 6 თვის მონაცემებით საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2.9% -ია, რაც განვითარებადი ქვეყნისთვის კატასტროფულად დაბალია და კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ 2012 წლის შემდეგ, როცა საქართველოს ეკონომიკა 15.8 მლრდ დოლარი არათუ გაიზარდა ის, არამედ შემცირდა და  14.2 მლრდ დოლარი შეადგინა.

აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა სერგი კაპანაძემ ისაუბრა.

„პირველი, ნათელია, რომ 2013 წლიდან საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი სამწუხაროდ ძალიან დაბალია. 2004-2007 წლებში ეკონომიკა იზრდებოდა 2.7-ჯერ სწრაფად, ვიდრე ქართული ოცნების მმართველობის პირობებში. 2013-2016 წლებში ეკონომიკა საშუალოდ 3%-ით იზრდებოდა. 1016 წლის 6 თვის მონაცემებით ეკონომიკური ზრდა  მხოლოდ 2.9%-ია.  ასეთი ეკონომიკური ზრდა საქართველოს ტიპის განვითარებადი ქვეყნისთვის, კატასტროფულად დაბალია. ამ მონაცემით 2030 წელს ჩვენ ვიქნებით იქ, სადაც დღეს  აზერბაიჯანი, სურინამი, გრენადა და თურქმენეთი არიან.

2012 წელთან შედარებით, ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, საქართველო გაღარიბდა.  თუ 2012 წელს საქართველოს ეკონომიკა იყო 15.8 მლრდ დოლარი, ახლა ის 14.2 მლრდ დოლარია.

,,ქართული ოცნების“ ხელისუფლება ბევრს საუბრობდა, თითქოს ,,ნაციონალური მოძრაობის“ დროს საქართველოს ეკონომიკა ძირათად ვალების ხარჯზე იზრდებოდა. დინამიკა კი გვაჩვენებს, რომ დღეს ვალი მთლიან შიდა პროდუქტან მიმართებაში 10%-ით მეტია, ვიდრე  2012 წელს იყო. 2015 წელს კი, ვალმა  მშპ-სთან მიმართებაში, 43% შეადგინა.

რაც შეეხება საშინაო ვალს, რომელიც ბევრად ძვირია, ვიდრე საგარეო ვალი და მას უამრავი უარყოფითი თვისება ახლავს, ბოლო სამ წელიწადში თითქმის გაორმაგდა და 1 მილიარდით გაიზარდა.

გთავაზობთ გრაფიკს - „ლარის კურსის დინამიკა 2004 წლიდან“. ჩვენ არა მარტო დავუბრუნდით 2003-2004 წლის ცუდ მაჩვენებელს, არამედ ლარი დღეს კიდევ უფრო მეტად გაუფასურებულია. 2014 წლის ნოემბრიდან ლარის გაცვლითმა კურსმა გაუფასურება დაიწყო და იგი 40%-თაც კი გაუფასურდა. ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში დღეს 2.34 ლარს შეადგენს. ლარის კურსის ასეთი ცვლილება აღარიბებს ჩვენს მოსახლეობას. საქართველოში კრედიტს  დოლარის ექვივალტში 500 000-ზე მეტი ადამიანი იხდის ყოველთვე. სწორედ ნახევარ მილიონ ადამიანს დღეს ვალის მომსახურება უფრო ძვირი უჯდება , ვიდრე ეს იყო 2-3 ან  თუნდაც 4 წლის წინ.

ექსპორტი, რამაც საქართველოში  ფული უნდა შემოიტანოს, ბოლო  ექვსი წლის  მინიმუმზეა დასული. ის  ნაკლებია ვიდრე  2012, 2013, 2014, 2015, 2016 წელს იყო“, აცხადებს სერგი კაპანაძე.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge