png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

„თელასი“ საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების ქვეშ ობიექტების მშენებლობის ფაქტების აღკვეთას ითხოვს

  • ეკონომიკა
  • 03.08.2016
  • 11:35
„თელასი“ საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების ქვეშ ობიექტების მშენებლობის ფაქტების აღკვეთას ითხოვს

სს „თელასი“ ითხოვს აღიკვეთოს საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების ქვეშ და მათი დაცვის ზონებში სხვადასხვა ობიექტების მშენებლობის ფაქტები.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, თბილისის მასშტაბით დაფიქსირებულია ელექტროდანადგარების მოწყობის და უსაფრთხოების ტექნიკის ნორმების დარღვევის ათეულობით შემთხვევა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ არაერთხელ მიმართა მერიას ამ საკითხის მოსაგვარებლად, სს „თელასის“ 35-110-კილოვოლტიან საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების ქვეშ უსაფრთხოების ნორმების აშკარა დარღვევით ისევ შენდება საცხოვრებელი სახლები, საზოგადოებრივი ობიექტები და ეწყობა სამშენებლო ნარჩენების ხელოვნური მიწაყრილები.

სს „თელასის“ შესაბამისი სამსახურების თანამშრომლების მიერ მიმდინარე  გეგმიური შემოვლა-დათვალიერების დროს აღმოჩნდა, რომ ვარკეთილის დასახლებაში, „ოლიმპიური სოფლის“ ტერიტორიაზე, სს „თელასის“ ბალანსზე არსებული 110კვ სტრატეგიული მნიშვნელობის, სატრანზიტო დანიშნულების საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების „მახათა-2“ და  „კენისი-4“  სადენების ქვეშ საცურაო აუზებისა და გასართობი ცენტრების სამშენებლო სამუშაოები ხორციელდება. სამუშაოები, რომელსაც კომპანია „Hualing“-ი ატარებს, კატეგორიულად ეწინააღმდეგება ელექტროდანადგარების მოწყობის წესებისა და უსაფრთხოების ტექნიკის ნორმებს და შესაძლოა მასობრივი უბედური შემთხვევების მიზეზი გახდეს.

„საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების ქვეშ და მათი დაცვის ზონებში აშენებული ობიექტები შეიძლება არამარტო უბედური შემთხვევების მიზეზი გახდეს, არამედ ისინი ხელს უშლიან გადამცემი ხაზების ნორმალურ რეჟიმში ფუნქციონირებას, გეგმიური ტექნიკური მომსახურეობის ან შესაძლო ავარიული სამუშაოების ოპერატიულად და სრულყოფილად განხორციელებას. ყველაფერი ეს კი ნეგატიურ გავლენას მოახდენს მომხმარებლების ელექტრომომარაგების ხარისხსა და იმედიანობაზე.

აქედან გამომდინარე, სს „თელასი“ მოუწოდებს სამშენებლო კომპანიებს სასწრაფოდ მიიღონ შესაბამისი ზომები და მიმართავს მერიას თხოვნით შემოწმდეს რამდენად დაცულია ელექტროდანადგარების მოწყობის და უსაფრთხოების ტექნიკის ნორმები და მიიღოს გადამწყვეტი ზომები“, - აცხადებენ თელასში.

 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge