png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

საქართველოში ქურთუკების წარმოების ფაბრიკა გაიხსნება

  • ეკონომიკა
  • 02.08.2016
  • 10:35
საქართველოში ქურთუკების წარმოების ფაბრიკა გაიხსნება

საპარტნირო ფონდსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ძიანგსის პრვინციის ქურთუკების ქარხანას შორის ხელშეკრულება გაფორმდა. თანამშრომლობის შესახებ ოფიციალურ დოკუმენტს ხელი სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მოეწერა.

"ჩვენ ჩინურ მხარესთან ვსაუბრობთ საქართველოში ქურთუკების ფაბრიკაზე. ქურთუკების ქარხანა არის სწორედ ძიანგსიში, რომელიც მარტო ჩინეთის მოსახლეობის 60 % აკმაყოფილებს. სწორედ ამ ქარხნის წარმომადგენლობის გახსნაზეა საუბარი საქართველოში, რაც ბუნებრივია, ბევრ ადამიანს დაასაქმებს და შექმნის დიდ საექსპორტო პოტენციალს. საუბარია იმაზე, რომ საქართველოში შეიკეროს ქურთუკები, რომელსაც ამ ქარხანას მსოფლიოში ცნობილი, მსხვილი ბრენდები უკვეთავენ. ჩინეთში ქურთუკების წარმოების ყველაზე მსხვილი საწარმო, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის 60%-ს საკუთარი პროდუქციით ამარაგებს საქართველოში ქურთუკების ქარხნის ფილიალის გახსნას და საექსპორტო ბაზრის გაფართოებას გეგმავს“.-განაცხადა დავით საგანელიძემ. საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა, დავით საგანელიძემ იმედი გამოთქვა, რომ მსხვილ ჩინურ კომპანიებთან მომავალში საქართველო აქტიურად ითანამშრომლებს.

საქართველოში ქურთუკების ქარხნის გახსნის შესახებ მოლაპარაკებები ჩინურ მხარესთან რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს დავით საგანელიძეს შეხვედრები  ჩინეთში სამუშაო ვიზიტების დროს ძიანგსის პროვინცის მთავრობასთან და ჩინეთის უმსხვილეს ქურთუკების მწარმოებელ კომპანისთან ქონდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოში საპარტნირო ფონდის მიერ ორგანიზებულ საქართველო-ჩინეთის ბიზნეს სემინარზეც გაფორმდა.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ჩინეთის ექსიმბანკის ძილინის პროვინციის ფილიალის მენეჯმენტთან. საუბარი შეეხო საქართველოში კერამიკული ფილების წარმოების შესაძლებლობას და სხვადასხვა სფეროში ინვესტირების საკითხს. გაფორმდა მემორანდუმი თანამშრომლობის შესახებ.

სამთავრობო ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მყოფმა საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტმა საქმიანი შეხვედრები გამართეს ჩინეთის უმსხვილეს ქალაქებში შანხაისა და ნანჩანგში. ჩინურ მხარესთან თანამშრომლობის შესახებ რამდენიმე მეომარნდუმი გაფორმდა, მათ შორის ნანჩანგში ძიანგსის პროვინციისა და საქართელოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების სემინარის შემდეგ ხელი მოვაწერა თანამშრომლობის მემორანდუმს China-Eurasian Economic Cooperation Fund( ჩინეთ-ეურაზიული ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდი)-თან.  ცერემონიალს პირველი ვიცე პემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, ძიანგსის პროვინციის ვიცე გუბერნატორი და საქართველოს დელეგაციის წევრები დაესწრნენ.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge