png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

შეიხი, ნაჰიან ბინ მუბარაკ ალ ნაჰიანი აჭარის საინვესტიო პოტენციალს გაეცნო

  • ეკონომიკა
  • 01.08.2016
  • 20:05
შეიხი, ნაჰიან ბინ მუბარაკ ალ ნაჰიანი აჭარის საინვესტიო პოტენციალს გაეცნო

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა არაბთა გაერთიანებული საემიროების შეიხს, ნაჰიან ბინ მუბარაკ ალ ნაჰიანსა და მის თანმხლებ პირებს გონიოში, ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორია დაათვალიერებინა, სადაც მსხვილი საინვესტიციო პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი. 

„დღეს შეიხ ნაჰიანს დავათვალიერებინეთ აჭარის ტურისტულ რეგიონში არსებული საინვესტიციო პოტენციალი, მათ შორის მოვინახულეთ გონიოს ყოფილი პოლიგონი, რომელსაც ძალიან დიდი საინვესტიციო პოტენციალი აქვს, რაც, მარტივი გათვლებით, სამ მილიარდ დოლარამდეა. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა, რომ აქ მოხდეს საუკეთესო განვითარება. აჭარის მთავრობასთან ერთად ვნახეთ ტერიტორია, კიდევ ერთხელ გავაკეთეთ მისი პოტენციალის პრეზენტაცია და დარწმუნებულები ვართ, რომ ცოტა ხანში გვექნება კონკრეტული შედეგები“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

აღნიშნული ტერიტორია 314 ჰა მიწის ნაკვეთზე მდებარეობს. დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს პოტენციურ ინვესტორებთან,, რომ მოხდეს აღნიშნული ტერიტორიის განვითარება საუკეთესო შესაძლო კონცეფციის შესაბამისად, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ტურისტული პოტენციალისა და ეკონომიკის  ზრდას, ასევე შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს. 

„ჩვენ დავათვალიერეთ არაჩვეულებრივი სილამაზის ტერიტორია, რომელიც არა მხოლოდ უძრავი ქონების ბიზნესისთვისაა შესაფერისი, არამედ მრავალი დანიშნულებისთვის შეიძლება იყოს გამოყენებული, მათ შორის რეკრეაციული, სავაჭრო, საფინანსო, სპორტული, მათ შორის გოლფის კორტების ან სხვა დანიშნულების ცენტრების მოსაწყობად. მე ბათუმში აქამდეც ვყოფილვარ და ახლა ნათლად ვხედავ, რომ ქალაქი კიდევ უფრო გაიზარდა და განვითარდა. მას შეემატა მრავალი მშვენიერი სასტუმრო და ვხედავთ კიდეც უამრავ ადამიანს ზღვის სანაპიროზე. ჩვენზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ბათუმის განვითარების დონემ. ეს ქალაქი ხდება რეგიონის მოსახლეობის ტურისტული ცენტრი“ - განაცხადა მუბარაკ ალ ნაჰიანმა.

შეიხის შეფასებით, საქართველო გახდა ჰაბი ტურიზმისა და ბიზნესისათვის. მისი თქმით, აქ მეგობრული გარემოა, რომელსაც ლმობიერი საკანონმდებლო რეგულაციები განაპირობებს და სწორედ ეს წაახალისებს ადამიანებს, რომ ჩამოვიდნენ და ინვესტიციები განახორციელონ. როგორც ნაჰიანმა აღნიშნა, ცალსახაა პროგრესი ტურიზმის, საგანმანათლებლო, ჯანდაცვის, უსაფრთხოებისა და უშიშროების თვალსაზრისით, რის გამოც საქართველო უაღრესად მიმზიდველია როგორც ინვესტორებისთვის, ისე ვიზიტორებისა და ტურისტებისთვის.

„ჩვენ კვლავაც განვაგრძობთ ამ ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელებას. გვჯერა საქართველოს მომავალი კეთილდღეობის, ასევე გვჯერა დიდებული ქართველი ხალხისა და მათი ქვეყნის შესაძლებლობების. პირადად ჩემი რამდენიმე მეგობარი დაინტერესებულია საქართველოში განახორციელოს ინვესტიციები როგორც საგანმანათლებლო, ისე უძრავი ქონების მიმართულებით. ჩვენ კვლავ განვაგრძობთ წვლილის შეტანას ზოგადად საქართველოს და, კონკრეტულად, ბათუმის ეკონომიკურ განვითარებაში, ვინაიდან გვაქვს მთავრობის მხარდაჭერა და ხელშეწყობა, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია. ეს არის არაჩვეულებრივი ქვეყანა მდიდარი ტრადიციებით, კულტურითა და ღირებულებებით, ასევე მეგობრული, გულღია და კეთილგანწყობილი ადამიანებით. მინდა საქართველოსა და ქართველ ხალხს წარმატება ვუსურვო“ - განაცხადა შეიხმა ნაჰიანმა.

 

 

 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge