png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

ენმ: სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემა მოშლილია

  • პოლიტიკა
  • 01.08.2016
  • 14:10
ენმ: სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემა მოშლილია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა გიორგი ბარამიძემ  და ელენე ხოშტარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციების გავრცელებასა და აღნიშნულზე კონკრეტული ადამიანების წვდომაზე ისაუბრეს.

მათი განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემა მოშლილია და ამ სიტუაციიდან გამოსავალი 8 ოტქომბერს ნაციონალური მოძრაობის გამარჯვებაა.

„მინდა გამოვეხმაურო ამბავს, რომელიც გუშინ გამჟღავნდა. ეს ეხება თავდაცვის სისტემაში ძალიან საშიში ადამიანის წვდომას, რომელიც თავად ამ უწყების  მიერ იყო ორგანიზებული. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ საქართველოს უსაფრთხოების სისტემა ამ ოთხი წლის განმავლობაში სრულიად მოიშალა. ადამიანები, ვინც მართლა ძალიან ღირსეულად ემსახურებოდნენ ამ სისტემას,  დევნილები ან გამოგდებულები არიან, ხოლო ადამიანები ძალიან საეჭვო და საშიში რეპუტაციით, კავშირებით რუსულ სპეცსამსახურებთან, აქ მუშაობენ და ეს გუშინ კიდევ ერთხელ გამოვლინდა. ამ ყველაფრით ძალიან სერიოზული დარტყმა მიადგა ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას და უსაფრთხოების სისტემას“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

გიორგი ბარამიძის განცხადებით კი, ნებისმიერი  ადამიანის დაშვება საიდუმლო ობიექტზე ქვეყნის ეროვნული ინტერესების დარღვევას  წარმოადგენს.

„ ეს არ აუნდა დარჩეს მხოლოდ ერთი ტელევიზიის ან მასობრივი ინფორმაციის სიუჟეტის საგნად. უნდა დადგეს პოლიტიკური და სისხლის სამართლებრივი საკითხი ყველა იმ ადამიანის - ვინც ეს დაუშვა, ბრძანება გასცა, ვინც ვალდებული იყო გაეკონტროლებინა ეს საკითხი და ვინც ამის შემდეგ არანაირი ნაბიჯი არ გადაგდა, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ეს სახიფათო დანაშაული ყოფილიყო შესაბამისად გამოძიებული. ასეთი მდგომარეობა არამარტო თავდაცვისა და უშიშროების სამინისტროში, არამედ ჩვენი ქვეყნის პრაქტიკულად ყველა იმ ინსტიტუტშია, რომლებიც  ქვეყნის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.

ეს ყველაფერი უნდა დავასრულოთ 8 ოქტომბერს არჩევნებში გამარჯვებით. შევცვალოთ ხელისუფლება, რომელსაც ერთის მხრივ, ქვეყნის მართვის არც უნარი აქვს და მეორეს მხრივ, მასში არიან ის ელემენტები, რომლებსაც საერთოდ არ აქვთ წარმოდგენა - რა არის ქვეყნის ეროვნული ინტერესები“.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge